სოციალური ქსელი Facebook-ი საკუთარი მომხმარებლებისთვის სერიალებისა და გადაცემების სანახავად სპეციალური სერვისის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

სოციალიური ქსელის ხელმძღვანელობის განმარტებით, Facebook Watch-ის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ინტერნეტ-შოუს ყურება, პირდაპირ ეთერში სპორტული ღონისძიებების ჩვენება და მათი კომენტარის მოსმენაც. ახალი სერვისის შექმნა კომპანიამ 9 აგვისტოს დაანონსა.

Facebook- ის განმარტებით, მათ ამ გზით სურთ, მომხმარებლებმა უყურონ და შეაფასონ ის ვიდეოები, რომელიც უკვე ახალი ამბების ველშია ჩაშვებული. მომსახურება მობილური მოწყობილობებით, კომპიუტერებითა და ტელევიზიების მეშვეობით იქნება ხელმისაწვდომი. Facebook Watch პერსონალური იქნება – ყოველი მომხმარებელი თავად შეძლებს შეარჩიოს გადაცემა, რომელსაც სურს, რომ უყუროს.

ზოგიერთი შოუს წარმოებას კომპანია თავად აფინანსებს. მაყურებელს ასევე ვიდეოს არჩევა საკუთარი ინტერესის სფეროს მიხედვით შეეძლება. კერძოდ, გადაცემა კატეგორიებად იქნება დაყოფილი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს არჩევანის გაკეთება შეეძლება.

Comments

comments