თუკი არსებობს იმ ნიშნების ჩამონათვალი, რაც გვაფიქრებინებს, რომ კაცს უყვარს თავისი პარტნიორი, ამასთანავე არსებობს საპირისპირო გამოხატვის მახასიათებლები.
1. შენ სტუმარი ხარ მის ცხოვრებაში და არა მისი მუდმივი ნაწილი
ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ნიშანია – ის ვერ ხედავს მომავალს თქვენთან ერთად.
მისი ცხოვრება სახლი რომ ყოფილიყო, ის ყველა ოთახის დათვალიერების ნებას მოგცემდათ? თუ მხოლოდ რამდენიმე მათგანის? გრძნობთ, რომ რაღაც გაკლიათ ურთიერთობაში? ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ მისთვის დროებითი გატაცებისმაგვარი მოვლენა ხართ.
2. ის სხვა ქალზე საუბრობს
თუ სხვა ქალს ახსენებს გარემოებებისდა გათვალისწინებით, ეს არაფერია. ხოლო თუ გადამეტებულად ლაპარაკობს სხვაზე, ეს უდავოდ ცუდის მანიშნებელია. და ეს კიდევ უფრო ზრდის იმ ეჭვს, რომ ის სიყვარულს ვერ გრძნობს თქვენს მიმართ.
3. არ გაქვთ ინტიმური საუბრები
თუ გრძნობთ, რომ მასთან ინტიმური სიახლოვისკენ გაქვთ მიდრეკილება, ხოლო ის ამას თავს არიდებს, ე.ი. ის არ არის თქვენზე ფოკუსირებული. ფიზიკურად თქვენს სიახლოვესაა, თუმცა ეს არ ეხება მის მენტალობას. ღრმა გრძნობისმიერი კავშირი ყველა წყვილს სჭირდება, რათა მყარი ურთიერთობა ააშენონ, მთლიანად გაუზიარონ ერთმანეთს გრძნობები და ყურადღებით მოეკიდონ მათ. თუკი ეს არ არსებობს თქვენს პარტნიორობაში – ეს ნიშნავს ბზარს ურთიერთობაში.
4. მას არ ადარდებს თქვენი კომფორტი
თუ ცოტა ხანი არაა, რაც ერთად ხართ და ის კი მაინც არ საუბრობს, თუ რა მოსწონს ან უყვარს თქვენში, ეს ნიშნავს, რომ არ ფიქრობს თქვენს ემოციურ კომფორტზე.
თუ ჰკითხავთ – რა მოსწონს თქვენში და პასუხად დაძაბულ დუმილს მიიღებთ, ეს უკვე პრობლემაა. ნორმალურ ურთიერთობებში წესით პასუხი უნდა მიიღოთ, თუ რა იზიდავს მას ან რის გამოა თქვენთან.
5. არასდროს იჩენს ინიციატივას
თუ გაქრებით, ის შეამჩნევს ამას? ინერვიულებს თქვენზე? თუ უბრალოდ გააგრძელებს ცხოვრებას თითქოს არც არაფერი მომხდარა?  თუ მხოლოდ თქვენ ცდილობთ მასზე ზრუნვას, აწყობთ გეგმებს და ცდილობთ ურთიერთობის შენარჩუნებას, გირჩევთ, მეტი დრო აღარ დაკარგოთ ამაზე.
ურთიერთობები ერთობლივ ბრძოლას მოითხოვს, თუკი მისგან ამას ვერ გრძნობთ, დიდი შანსია, თქვენი პარტნიორობა მალე დასრულდეს.
http://www.pomada.ge

Comments

comments