Ambebi.ge-ს თვითხმილველმა ქობულეთში გადაღებული ფოტოები მოაწოდა, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებს უცხოელი დედა შვილი ზღვის სანაპიროს. ფოტოებიდან ჩანს, რომ დედა-შვილი ბოთლებისგან, პოლიეთილენის პარკებისგან და სხვადასხვა ნარჩენებისგან როგორც სანაპიროს ასევე წყლის იმ ნაწილსაც ასუფთავებს, სადაც დამსვენებელი ბანაობს.

“საინტერესო იყო მათი დიალოგიც, ბავშვს დასუფთავების გაგრძელება ეზარებოდა, მაგრამ დედა მას ნაყინს დაპირდა, გოგონამ კი მუშაობა გააგრძელა. დედა ამბობდა, ხალხი რომ მოვა სანაპირო დასუფთავებული დახვდებაო”, – ამბობს თვითმხილველი.

Comments

comments