თურქმა ვარსკვლავმა ტარკანმა მიმდინარე ზაფხულს კონცერტებით, ახალი ალბომით და სარეკლამო კონტრაქტებით თურქული შოუბიზნესისთვის რეკორდული თანხა 4.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თურქული მედიის ინფორმაციით, რეკორდული ჰონორარის მიღების შემდეგ ტარკანმა გადაწყვიტა მეუღლისთვის ძვირფასი საჩუქარი გაეკეთებინა, მან პინერ დირეკს ახალი მანქანა 225000 აშშ დოლარის ღირებულების Range Rover-ი და 55 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ბეჭედი აჩუქა.

პინარ დილეკი ტარკანის ფანი იყო. მომღერალმა და მისმა თაყვანისმცემელმა ერთმანეთი 6 წლის წინ გერმანიაში ჩატარებული კონცერტის დროს გაიცნეს. შემდეგ კი მათი ურთიერთობა, სასიყვარულო რომანში გადაიზარდა. წყვილმა 2016 წლის გზაფხულზე იქორწინა.

 

newposts.ge

Comments

comments