რეკლამა
loading...
Home სელებრითები დიქტატორების ცოლების კლუბი – 10 ქალი, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე სასტიკ მმართველებზე დაქორწინდნენ

დიქტატორების ცოლების კლუბი – 10 ქალი, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე სასტიკ მმართველებზე დაქორწინდნენ

347

ყველა ძლიერი მამაკაცის უკან ქალი დგას, მაგრამ ვინ არიან ქალები, რომლებიც მსოფლიო დიქტატორების უკან დგანან.

10. ანგოლას პირველი ლედი – ანა პაულა დუშ სანტუში

ყოფილი ფოტომოდელი და”ბორტი ნომერი ერთის” სტიუარდესა გახლდათ. სწორედ თვითმფრინავის ბორტზე გაიცნო დიქტატორმა ჟოზე ედუარდომ მომავალი მეუღლე. პირველი ლედი არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი. მასზე ამბობენ, რომ ისე ცხოვრობს, როგორც კალიფორნიაში მდიდრები. ერთხელ კი საჯაროდ განაცხადა, რადგან ქვეყანაში სწავლის დაბალი დონეა, მისი შვილი უცხოეთში მიიღებდა განათლებას.

9. ბაჰრეინის მეფის პირველი ცოლი – საბიკა ბინტ იბრაჰიმ ალ ხალიფა

იგი ბაჰრეინის მეფის პირველი ცოლი, ოთხი შვილისა და ტახტის მემკვიდრის დედაა. საბიკა უმაღლეს საბჭოში ქალების საკითხებს განაგებს და მათი პირველი დამცველია ბაჰრეინში. ის ასევე აქტიურად იცავს ბავშვების უფლებებს და ამ თემაზე გაეროს ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებს არაერთხელ მიმართა.

8. კამერუნის პირველი ლედი – შანტალ ბია

ის პირადად შეხვდა რომის პაპს, ბარაკ ობამას, პერის ჰილტონს – შანტალ ბია სოციალურად აქტიური ქალბატონია. მის სახელს ატარებს ადამიანის იმუნოდეფიციტურ ვირუსსა და შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრი აფრიკაში. პირველი ლედი გამოირჩევა უცნაური ვარცხნილობით, რომელსაც ჰქვია თჰე ანანა. ის მოდის კანონმდებელიცაა. მის სტილს კამერუნელი ქალები “შანტალ ბიიას” უწოდებენ.

7. ჩადის პირველი ლედი – ჰინდა დები

ჰინდა დიქტარორ იდრის დების ერთ-ერთი ცოლია, მაგრამ განსაკუთრებული გარეგნობის გამო ყველაზე პოპულარული. მოდური და უაღრესად განათლებული ჰინდა მეუღლის სტენოგრაფის როლს ასრულებს და გადაწყვეტილებების მიღებაშიც ეხმარება.

6. ეკვატორული გვინეის პირველი ლედი – კონსტანცია მანგე

მის მეუღლეს ტეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგოს კანიბალიზმში ადანაშაულებენ. ამ ბრალდებას ისიც ამყარებს, რომ მბაოგოს ტომი – ფანგი, საიდანაც არის ის წარმოშობით, კანიბალიზმში რამდენჯერმე იყო მხილებული.

მემკვიდრის დედა კი ქვეყანაში აქტიურად იბრძვის ქალებისა და ბავშვთა უფლებების დასაცავად.

5. გამბიის ყოფილი პირველი ლედი – ზეინებ ჯამე

ყოფილი პრეზიდენტის სასტიკი ცოლი და ორი შვილის დედა ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. მას „ოქროს ეშმაკს“ უწოდებენ.

4. ყაზახეთის პირველი ლედი – სარა ნაზარბაევა

პროფესიით ეკონომიკის ინჟინერი სარა ნაზარბაევა საერთაშორისო ბავშვთა საქველმოქმედო ფონდ Bobek- ის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. სწორედ ამისთვის 1997 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან საოჯახო ჯანმრთელობის ფონდის პრიზი მოიპოვა.

3. ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედი – რი სოლ ჩჟუსი

27 წლის რი სოლ იუ კიმზე კიმ ჩენ ინმა 2009 წელს იქორწინა. არავინ არ იცის რი სოლ იუ არის თუ არა მისი ნამდვილი სახელი და გვარი. ზოგიერთი ცნობით, რი მომღერალი ჰიონ სონ ვოლია, რომელიც ცნობილია მელოდიებით, მათ შორის „ბრწყინვალე ცხენი – ქალის მსგავსი“, ჩრდილოეთ კორეული პროპაგანდისტული მანქანა კი უბრალოდ ცდილობს საგულდაგულოდ დამალოს მისი წარსული.

2. უზბეკეთის ყოფილი პირველი ლედი – ტატიანა ქარიმოვა

უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის ქვრივი და უზბეკეთში დღესაც გავლენიანი პერსონაა. ქარიმოვა ქვეყნის პირველი და ერთადერთი ლედი იყო ქვეყნის დამოუკიდებლობიდან ქარიმოვის გარდაცვალებამდე. ცნობილია, რომ იგი ჩართული იყო საქველმოქმედო და სახელმწიფოს ფინანსურ საქმეებში და დიდი გავლენა ჰქონდა ქმრის სხვა გადაწყვეტილებებზეც.

1. სირიის პირველი ლედი – ასმა ალ-ასადი

ბაშარ ალ-ასადის მეუღლე ყოველთვის განსაკუთრებულად გამოიყურება. დასავლელი ჟურნალისტები მის სტილს ლედი დაიანას იმიჯს ადარებენ. ასმა დიდ ბრიტანეთში დაიბადა და გაიზარდა. განათლებაც სწორედ იქ მიიღო. იგი მხარს უჭერს ქმრის დიქტატურას და ამის გამო მშობლიური ინგლისის გარდა ყველა სხვა ევროპულ ქვეყნებში ჩასვლის უფლება არ აქვს.

ასმა ალ-ასადი საკუთარი ოფიციალური Facebook-ის გვერდითა და სხვა სოციალური ქსელებით პროპაგანდისტულ მესიჯებს ავრცელებს, რაც ბაშარ ალ-ასადის პოლიტიკას ამართლებს.

trend.ge

Comments

comments