ცისკარიძე: მაგარს გეტყვით, ჩემს მერობაზე ინტერესი ოცნებიდანაცაა და ნაცმოძრაობიდანაც 

მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობისთვის პოლიტიკური პარტიის კვოტით ირძოლებს. ამის შესახებ ცისკარიძემ “აიპრესს” განუცხადა.

კახა ცისკარიძის თქმით, რომელი პარტიის სახელით იბრძოლებს ბათუმის მერობისთვის ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

როგორც ცისკარიძემ “აიპრესთან” საუბარში განაცხადა, მისი კანდიდატურით “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნებაც” დაინტერესდა.

“გადაწყვეტილება მიღებულია, მე ვმონაწილეობ არჩევნებში. “ნაციონალურ მოძრაობასთანაც” იყო საუბარი, უფრო მაგარს გეტყვი “ქართულ ოცნებასთანაც” იყო ლაპარაკი, დიდი მოლაპარაკებები მიდის ორივე მხრიდან. ინტერესი გამოიწვია ამ ყველაფერმა და არ ველოდი. ხვალისთვის ვაპირებთ განცხადების გაკეთებას, რომელი პარტიიდან ვიბრძოლებ ბათუმის მერობისთვის. საკანონმდებლო და სამართლებრივ ნიუანსებს ვაზუსტებთ ამ ეტაპზე. მოკლედ, სერიალია, გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთო სერიალი, რეალური სანახაობა იქნება, მომწონს რომ ინტერესს იწვევს ეს ამბავი. ვცდილობ აქტუალური გავხადო ჩემი მერობის თემა, რომ სულ იყოს იტერესის ქვეშ ქალაქი ბათუმი. ამით დავიწყებ და შემდეგ გავაგრძელებ” – აცხადებს კახა ცისკარიძე.

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

Comments

comments