ოფლი გამჭვირვალე სითხეა, რომელიც კანში არსებული სპეციალური საოფლე ჯირკვლებიდან გამოიყოფა. შედგება წყლისგან, ცოტაოდენი შარდოვანასგან, მარილებისგან, ცხიმებისა და სხვა ორგანული ნივთიერებებისგან. მასთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბი სითხე და მავნე ნივთიერებები გამოიყოფა.

ოფლი კანის ზედაპირიდან ორთქლდება და ორგანიზმს აგრილებს. კანის სხვადასხვა უბანი სხვადასხვანაირად ოფლიანდება, ყველაზე ხშირად – ხელისგულები, ტერფები, იღლიის ქვედა მიდამო, შუბლი, ლოყები, მკერდი.

ოფლი ადამიანისთვის თითქოს ჩვეულებრივი რამ არის ზაფხულში, როდესაც ატმოსფერული ტემპერატურა მაღალ ნიშნულს აღწევს. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც წელიწადის ნებისმიერ დროს, ოფლს ჭარბი რაოდენობით გამოყოფენ. რა იწვევს მას და როგორ ავიცილოთ თავიდან ოფლიანობა, ამ თემაზე ექიმი-ენდოლრინოლოგი – ლაშა უჩავა გვესაუბრება:

– ჯანმრთელი ადამიანი ფიზოოლოგიურად დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით, 400-500 გრამადე ოფლს გამოჰყოფს, მაგრამ ეს შესამჩნევი არ არის, რადგანაც სწრაფად ხდება კანის ზედაპირიდან მისი შრობა. თუმცა როცა უკვე ოფლიანობა პათოლოგიურად მიგვაჩნია (ღამის პერიოდში, ძილის დროს ადამიანი დიდი რაოდენობით ოფლს გამოყოფს), დასაფიქრებელია.

ამასთან, ზაფხულის სეზონზე, ცხადია, დიდი რაოდენობით წყალს ვიღებთ და შესაბამისად, ოფლსაც ასეთივე რაოდენობით გამოვყოფთ, – ეს ერთმანეთთან კავშირშია. ოფლის გამოყოფის გამო, დეჰიდრადაცია რომ არ განვითადეს, ზაფხლის სეზონზე წყლის მიღება უნდა გაიზარდოს…
მაგრამ როცა, ზაფხულში ადამიანებს ჭარბი ოფლიანობა აწუხებთ და თან, ლოკალურად (სხეულის გარკვეულ ადგილებში), შეიძლება იყოს სისტემურიც (მთელი სხეულის ზედაპირზე) – ორივე მათგანი სხვდახვა დაავდებას უკავშირდება. რაც შესაძლოა, ენდოკრინული პათოლოგიების, როგორიც არის ფარისებრი ჯირკვალი, სიმსუქნე (ჭარბი წონა), შაქრიანი დიაბეტი, ან კალციუმის დონის დაქვეითება, მიზეზი აღმოჩნდეს; ხოლო წელიწადის ნებისმიერ დროს ოფლიანობა ასევე დამოკიდებულია ვიტამინების დეფიციტთან. რაც უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოში მკვეთრადაა ეს გამოხატული…

როდესაც ადამიანს ჭარბი ოფლიანობა აწუხებს, მისი დიაგნოსტირება უნდა მოხდეს – რა მიზეზით არის გამოწვეული აღნიშნული პრობლემა. გარდა ენდოკრინული სისტემისა, ოფლიანობა შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ნევროლოგიურ სტატუსთან, როდესც ადამიანს გარკვეული ემოციური ლაბილობა აქვს, ან ფსიქოემოციური სტატუსია მომატებული, ადვიოლად აგზნებადია და ა.შ. ამ საკითხში შეიძლება ჩაერთოს როგორ ენდოკრინოლოგი, ასევე ნევროლოგი.

– თუ არ დადასტურდა ენდოკრინული სისტემის პოათოლოგია და არც ნევროლოგიური სტატუსი, როგორ უნდა ვუშველოთ პრობლემას?
– ამ შემთხვვეაში უნდა ჩაერთოს კოსმეტოლოგ-დერმატოლოგი…
ხოლო როდესაც სუბარია ჭარბ ოფლიანობაზე, როდესაც საქმე ენდოკრინოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს, ამ დროს აუცილებელია, გამოვიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვლის სტატუსი, როგორც მისი ჰიპო ფუნქცია, ისე ჰიპერფუნქცია, – ორივე შემთხვევა ჭარბოფლიანობას იწვევს, მაგრამ ეს არ არის ლოკალური სახის, რომელიმე კონკრეტული სხეულის ნაწილზე, არამედ ოფლიანობა სისტემურია (სხეულის ზედაპირს ფარავს).

– მაგალითად, ოფლი მხოლოდ კისრის მიდამოში რაზე მიანიშნებს?

– ეს ხდება ლოკალურდ, როცა გარკვეულ ნაწილებში ცხიმოვანი ქსოვლის განვითარება ხდება, რაც ჭარბ ოფლიანობას იწვევს. ამ დროს შესაძლოა ლოკალური მკურნალობა სხვადსხვა საშუალებებით, მაგალითად, დეოდორანტებით მოხდეს. თუმცა არსებობს ანტირესპირანტები

და დეოდორანტები, რომლებიც მძიმე მეტალებს, მაგალითად, ალუმინს შეიცავს, ამიტომ მისი გამოყენება, დაუშვებელია! ისინი სადინარების დახშობას იწვევენ, რამაც საბოლოოდ შეიძლება ონკოლოგიური დაავდადებების განვითარებასთან მიგვიყვანოს. სასურველია, გამოვიყენოთ ის დეოდორანტი, რომელიც მხოლოდ მძაფრი სუნის შემცირებას ახდენს და ოფლის გამოყოფას ხელს არ უშის. ოფლის გამოყოფა ფიზიოლოგიური პროცესია, მისი საშუალებით ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები გამოიყოფა, რომელიც ორგანიზმში არ უნდა დარჩეს!

გარდა ამისა, ზაფხულის პერიოდში სხეულის ზედაპირის ოფლით დაფარვა, სხეულში ნაწილობრივ ტემპერატურულ ცვალებადობას იწვევს და ორგანიზმი გარემოს მაღალ ტემეპერატურას ეგუება… ამიტომ დეოდორანტისა და ანტირესპირანტის გამიჯვნა აუცილებლად უნდა მოვახდინოთ!

– ცნობილია, რომ პათოლოგიის შემთხვევაში საოფლე ჯირკვლებზე ხდება ქირურგიული ოპერაცია…

– კი, საოფლე ჯირკვლებზე შეიძლება ქირურგიული ჩარევა და ამ სახით მკურნალობაც, ანუ კანის ქვედა ზედაპირიდან საოფლე ჯირკვლების მოცილება ხდება. ოფლიანობის შემცირება გარკვეულწილად ასევე შესაძლებელია, ე.წ. ბოტოქსით, ვინაიდან ამ დროს საოფლე სადინარების არასრული დახშობა ხდება, რომელიც ამცირებს ჭარბი ოფლის გამოყოფას, თუმცა ბოტოქსის გამოყენება მუდმივად, ოფლიანობის მოსახსნელად არ შეიძლება.

– რას უნდა მოიაქციოს ადამიანმა ყრადღება, რომ არ იყოს ამ პრობლემით მოცული?
– ოფლის გამოყოფა საკვებ პროდუქტებთანაც არის დაკავშირებული, კერძოდ მას უხეშად გადსამუშავებელი პროდუქტების მიღება იწვევს. ვინაიდან ამ დროს მეტაბოლიზმი აქტიურად მუშაობს და შესაბამისად, ოფლის გამოყოფა უფრო აქტიურდება. თუ ჭარბი ოფლიანობა დაკავშირებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღებასთან, ამ შემთხვევაში, სითხის რაოდენობა უნდა შეიზღუდოს.
თუ დღის განმავლობაში არ გაქვთ ოფლინობა, ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ საქმე გვაქვს რაიმე პათოლოგიასთან.

თუ ღამის განმავლობაში ადამიანი ამჩნევს, რომ ოფლიანობა ნორმაზე მეტია და სველ მდგომარეობაში იღვიძებს, ამ შემთხვევაში, სპეციალისტს აუცილებლად უნდა მიმართოს, რომ მოხდეს მისი დიაგნოსტირება, რათა საბოლოოდ მკურნალობის კურსიც დაინიშნოს, ვინაიდან ოფლიანობა ერთ-ერთი სიმპტომატიკაა ორგანიზმში მიმდინარე სხვა პათოლოგიების.

ლალი ფაცია 

AMBEBI.GE

Comments

comments