თბილისში მდებარე ძაღლების ორ ცნობილ თავშესაფარს დახურვის საფრთხე ემუქრება, მიზეზი უსახსრობაა. თამაზ ელიზბარაშვილი დახმარებისთვის საზოგადოებას და ხელისუფლებას მიმართავს.

პრობლემები აქვთ ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას რამდენიმე შემომწირველი ჰყავს, საჭირო ხარჯების მხოლოდ 5-ი პროცენტის დაფარვას ახერხებს.თუ პრობლემა ვერ მოგვარდება, ათობით შინაური ცხოველი ბედის ანაბარა დარჩება.                                                                                                                         თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში 380 ძაღლი და 4 მურა დათვი ბინადრობს .ბიზნესმენის განმარტებით მათი მოვლა პატრონობა თვეში 82 ათასი ლარი ჯდება . თავშესაფარს არ ჰყავს შემომწირველები , რის გამოც ელიზბარაშვილი ფინანსურ კრიზისზე საუბრობს და ამბობს , რომ საზოგადოების ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ფინანსური დახმარების გარეშე ორგანიზაციამ შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს .

Comments

comments