დამტკიცებულია, რომ ერთფეროვნება ბიოლოგიურად ძალიან რთული ასატანია, რის გამოც ადამიანები ზოგჯერ ერთმანეთს ღალატობენ.

ვნახოთ, როგორ და რატომ ღალატობენ ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით:

1. თხის რქა – სასიყვარულო ურთიერთობა ერთადერთი რამაა, სადაც ეს ზოდიაქოს ნიშანი ქარაფშუტობას იჩენს. მისთვის ღალატი და ტყუილის თქმა არ არის დიდი გამოწვევა. ისინი არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა მძიმე გავლენა შეიძლება მოახდინონ მისმა ქმედებებმა თქვენზე.

ადრე თუ გვიან, როცა ღალატში გამოიჭერენ, თხის რქა თავის მართლებას შეეცდება და ბოდიშსაც მოგიხდით, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ის არასოდესაა ასეთ დროს გულწრფელი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ როცა თხის რქა გღალატობთ, ის ფიზიკურ ლტოლვას განიცდის სხვა ადამიანისადმი და ეს არ არის ემოციური ღალატი. შესაძლოა მისი სიყვარული თქვენდამი არ არის ტყუილი და სხვა ადამიანისადმი მხოლოდ ფიზიკური ლტოლვა აკავშირებდა.

2. მერწყული – მერწყულები ღალატობენ მაშინ, როცა სხვა ადამიანისადმი ემოციური ლტოლვა აქვთ, როცა სხვა უყვარდებათ. აღსანიშნავია, რომ მერწყულებს ძალიან მარტივად უყვარდებათ და ცხოვრების განმავლობაში ხშირად განიცდიან ამ გრძნობას სხვადასხვა ადამიანებისადმი.

ისინი ჰგვანან ბავშვებს, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ ერთი სახეობის კანფეტი და გამუდმებით განსხვავებულს და ახალს ითხოვენ. ისინი ეგოისტები არიან. იციან, რომ ღალატით გულს გატკენენ, რომ ეს მორალურ პრინციპებს არ შეესაბამება, რომ ეს სისუსტის გამოჩენაა, მაგრამ ამავდროულად, არ სურთ უარი თქვან ახალ გატაცებებზე, რომლებიც მრავლად ჰყავთ. იცოდეთ, რომ თუ მერწყულმა გიღალატათ ეს იმიტომ გააკეთა, რომ სხვა შეუყვარდა.

3. თევზები – თევზები ძალიან ჭკვიანები არიან სწორედ ამის გამო მისი ღალატში გამოჭერა ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი. მათ ყველაფერი კარგად აქვთ დაგეგმილი და გათვლილი. ამის გამო ისინი გაცილებით საინტერესო ადამიანები არიან სხვებისთვის. შეიძლება გითხრათ, რომ ძალიან უყვარხართ, მაგრამ ამავდროულად, სხვასთან ჰქონდეს რომანი გაჩაღებული.

4. ვერძი – მოგზაურობისა და თავგადასავლების მოყვარული ვერძი სწორედ თავგადასავლის ძიებაში გიღალატებთ. ისინი არ მალავენ თავიანთ საქციელს და უფრო მეტიც, თავიანთ პარტნიორს ადანაშაულებენ ყველაფერში. თვლიან, რომ მათი ღალატი გამოწვეულია იმით, რომ უნიათო პარტნიორი ჰყავთ. მოღალატე ვერძი საკუთარ თავს არასოდეს დაიდანაშაულებს.

5. კურო – კუროები ყველაზე ერთგულ ზოდიაქოს ნიშნებს განეკუთვნებიან და თითქმის არასოდეს ღალატობენ. თუმცა თუ კურომ ღალატი გადაწყვიტა, ეს დანამდვილებით ნიშნავს იმას, რომ მას სხვა შეუყვარდა. უნდა იცოდეთ, რომ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ადამიანი ჭეშმარიტად შეუყვარდა.

6. ტყუპები – როგორც წესი, ღალატობენ პარტნიორს ადამიანთან, რომელიც მასთან ძალიან ახლოსაა, მეგობართან, ოჯახთან დაახლოებულ პირთან. მათი სამიზნე თქვენი ახლობელი ადამიანები არიან. მათ უჭირთ ემოციებისა და ვნების მოთოკვა. ისინი ადამიანთა იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებიც ვერ ეგუებიან მონოტონურობას და მრავალფეროვნება სურთ ყველაფერში. მათ შორის სურთ, რომ მრავალფეროვანი პარტნიორები ჰყავდეთ სექსშიც.

7. კირჩხიბი – მარტივი ბუნების კირჩხიბმა არასოდეს იცის როგორ უღალატოს, მისი გამოჭერა ძალიან მარტივია. ის ძალიან მგრძნობიარეა და ღალატის დროს ყოველთვის ფიქრობს, რომ მისი ქმედებით გული გეტკინებათ. მას ურჩევნია გიამბოთ თავისი გრძნობების შესახებ, რომელიც სხვის მიმართ გაუჩნდა, ან საერთოდ უარი თქვას ღალატზე.

ისინი ვერასოდეს აპატიებენ თავს თუ გული გატკინათ. კირჩხიბებს ღალატის სურვილი მაშინ უჩნდებათ, თუ თქვენთან თავს სრულყოფილად ვერ გრძნობენ და თუ ვინმეს განსაკუთრებულს იპოვიან, რომელსაც თავიანთ „მეორე მე-დ“ მიიჩნევენ.

8. ლომი – ლომი არ გიღალატებთ, მაგრამ არა იმიტომ რომ ისინი ერთგულები არიან, არამედ იმიტომ, რომ ეზიზღებათ დრამები, რომელიც ღალატთანაა დაკავშირებული. ისინი უპირატესობას კომფორტსა და მშვიდობიან თანაცხოვრებას ანიჭებენ, ურჩევნიათ, რომ არ ჰქონდეთ პრობლემა იმ ადამიანთან რომელთანაც სძინავთ.

ლომს ურჩევნია უყვარდეს მხოლოდ ერთი ადამიანი და მთელი ემოციები, გრძნობები ამ ადამიანს მიუძღვნას. ძალიან იშვიათია ლომის მხრიდან ღალატის შემთხვევა.

9. ქალწული – ქალწული ღალატის დიდოსტატია. მას შეუძლია პარტნიორს ისე უღალატოს, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერასდროს გაიგოს. ის ჯერ კარგად გეგმავს ყველაფერს და განიხილავს ყველა შესაძლო სცენარს, რომელიც შეიძლება მის ქმედებას მოჰყვეს.

ისინი ძალიან ჭკვიანი მატყუარები არიან. ამის გამო თავად ქალწულებს ძალიან მარტივად შეუძლიათ ტყუილში გამოგიჭირონ. ასე რომ, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ქალწულია, ფრთხილად უნდა იყოთ, არასოდეს იცით როდის როდის გატყუებთ. იცოდეთ, რომ დიდი შანსია გღალატობდეთ და ამის შესახებ ვერ ხვდებოდეთ და ვერც ვერასოდეს გაიგოთ. ქალწულს შეუძლია უყვარდეთ თქვენ და თქვენთან ერთად კიდევ 3 ადამიანი და არც ერთ თქვენგანს არ მოაკლოს ყურადღება.

10. სასწორი – სასწორები ტყუილის ხელოვნებას შესანიშნავად ფლობენ. მათ შეუძლიათ ერთდროულად ურთიერთობა ჰქონდეთ ო,რ ან მეტ ადამიანთან და თან ისე, რომ ეჭვს ვერავინ აიღებს. ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას თავიანთ ქმედებებზე და არ თვლიან თავს დამნაშავედ. თუმცა დროთა განმავლობაში ხვდებიან, რომ მათი ქმედება ცხოვრებაზე უარყოფითად აისახა და პარტნიორსაც გული ატკინა, თუმცა ისეთ დროს ხვდებიან ამას, როცა უკვე ძალიან გვიანია.

11. მორიელი – მორიელი ერთ-ერთი ვნებიანი ზოდიაქოს ნიშანია, თუმცა მას შეუძლია თავის მართვა და კონტროლი. მათ არ შეუძლიათ ღალატი იმიტომ, რომ ურთიერთობებს ძალიან სერიოზულად უყურებენ. მორიელი იშვიათად ღალატობს, მაგრამ თუ ასე მოიქცა, თავს ძალიან ცუდად გრძნობს.

მათ იციან რა მტკივნეულია საყვარელი ადამიანის დაკარგვა და არ სურთ, რომ პარტნიორმა ასეთი ტკივილი გამოსცადოს. ამასთან, ისინი როცა ღალატობენ, ცდილობენ, იყონ გულწრფელები და პარტნიორს ადრე თუ გვიან ამ ღალატის შესახებ თავად ეუბნებიან.

12. მშვილდოსანი – მშვილდოსნისთვის ღალატი თამაშია და მათ უყვართ ასეთი თამაშები. მშვილდოსანი სწრაფად იცვლის პარტნიორებს, მისთვის მოსაწყენია ერთფეროვნება. ის არ უშვებს ხელიდან არც ერთ შესაძლებლობას. ერთადერთი რამ, რაც მშვილდოსნებს სურთ, ცხოვრებით ტკობაა.

მშვილდოსნები მშრომელ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან და განტვირთვისთვის მათ მრავალფეროვანი პაემნები სჭირდებათ. ისინი ვერ ხედავენ სირთულეს თავად გამოუტყდნენ პარტნიორს იმაში, რომ სხვა მოსწონთ.

მშვილდოსნების უმეტესობისთვის სასიყვარულო ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე კვირა გრძელდება. მათ იციან, რომ ცხოვრების ასეთი სტილი სწორი არ არის, თუმცა სხვაგვარად უბრალოდ არ შეუძლიათ.

 

 

trend.ge

 

 

 

 

Comments

comments