კარიერაში ორწლიანი პაუზისა და სკანდალური განქორწინების შემდგეგ,
ჰოლივუდის ვარკვლავი ანჯელინა ჯოლი სამსახიობი კარიერას უბრუნდება.

დისნეი „მალეფისენტას“ მეორე ნაწილს გადაიღებს, რომელშიც მთავარ როლს კვლავ ანჯელინა ჯოლი შეასრულებს.
ინფორმაცია უკვე დაადასტურა თავად მსახიობმა.
გადაღებების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, გავრცელებული ცნობით, ახალი ნაწილის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის მაისშია დაგეგმილი.

ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით ფილმი By the Sea ეკრანებზე ბოლოს 2015 წელს გამოვიდა. ფილმის რეჟისორი თავად ანჯელინაა, მთავარ როლს კი ბრედთან ერთად ასრულებს . სურათი კრიზისულ სიტუაციაში მყოფი წყვილის შესახებ მოგვითხრობდა.

მსოფლიოს ულამაზეს და გავლენიან წყვილად აღიარებული ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შოკისმომგვრელი და სკანდალური განქორინების შესახებ ცნობილი 2016 წლის სექტემბერში გავრცელდა.

ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 12 წლიანი ურთიერთობის დანგრევის ერთ-ერთ ვერსიად თავიდანვე ბავშვები დასახელდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯოლიმ პიტთან დაშორების გადაწყვეტილება, ბრედის მიერ მათი ერთ-ერთი შვილის მედოქსის ცემის გამო მიიღო. რაც პიტის იმიჯისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა.

გავრცელებული ცნობით, წყვილი შვილებთან ერთად საფრანგეთიდან ლოს ანჯელესში კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა. 15 წლის მედოქსთან კამათისას ბრედმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი გაარტყა.

თუმცა, FBI-მ და ბავშვთა და ოჯახის საკითხებზე ლოს ანჯელესის სოციალურმა დეპარტამენტმა გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა და მსახიობის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ შვილების საცხოვრებელი ადგილის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმების თანახმად, ბავშვები დედასთან იცხოვრებენ, პიტი კი მათ ”თერაპევტული ვიზიტებით” ეწვევა.

გავრცელებული ცნობით, ბრედნ პიტმა ანჯელინას გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და დოკუმენტაციის შევსების დღეს გაიგო.

კამერის წინაშე ანჯელინა ჯოლი პირველად, განქორწინების ცნობიდან 6 თვეში გამოჩნდა. სწორედ მაშინ ისაუბრაპირველად ბრანჯელინას დასასრულზეც. „ჩვენ ვართ ოჯახი და ყოველთვის დავრჩებით ოჯახად. აუცილებლად გადავიტანთ ამ სიტუაციას და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის წყალობით გაცილებით ძლიერები გავხდებით“ – განაცხადა ჯოლიმ.

მოგვიანებით კი, რულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო ბრედ პიტის ახალმა ფოტოებმა გულახდილმა ინტერვიუმგანქორწინებისა და მისი ცხოვრების შესახებ. სკანდალური განქორწინებებისა და ბრალდებების შემდეგ, ბრედმა პირველი ინტერვიუსთვის ჟურნალი GQ აირჩია. სოციალური ქსელების მომხარებლების რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ერთი ინტერვიუთი, ერთ დღეში იმიჯი ასე სწრაფად ალბათ, არასოდეს, არავის აღუდგენია. ბრედმა ისაუბრა განქორწინების შემდეგ არსებულ სირთულეებზე, ფსიქოთერაპიის კურსზე, ალკოჰოლთან დამოკიდებულების დაძლევაზე და ყველაფრის თავიდან დაწყების სურვილზე.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ “მისტერ და მისის სმიტების” გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.

წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილებია. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.

 

 

 

newposts.ge

 

 

Comments

comments