სექტემბერი ყველასთვის ახალ გეგმებთან, ახალ საქმეებთან და ახალ შემართებასთან ასოცირდება. თუმცა ეს პერიოდი განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებისთვის არის აღსანიშნავი. ზაფხულის მიწურულს ბავშვები ცდილობენ, რაც შეიძლება სახალისოდ გაატარონ დრო, რადგან სასწავლო წლის განმავლობაში მათი თავისუფალი დრო მეტად შეზღუდულია. ამ დროს მშობლებიც ცდილობენ, უფრო მეტი დრო დაუთმონ შვილებს, ერთად გაერთონ და იმხიარულონ. თბილისში დროის სასიამოვნოდ გატარების საკმაოდ მრავალფეროვანი შესაძლებლობები არსებობს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რა შეიძლება გააკეთოთ თქვენს შვილებთან ერთად, ვიდრე სკოლა დაიწყება.

ეწვიეთ ევროპარკს

 



შემოდგომის დადგომის მიუხედავად, თბილისში მაინც საკმაოდ ცხელა. სწორედ ამიტომ აუზზე სტუმრობა, გასაგრილებლად და გასართობად კარგი არჩევანია. თან ზამთარში აუზზე გართობის შესაძლებლობა შეზღუდულია. თუ აუზზე სტუმრობას გადაწყვეტთ, ”ევროპარკი” ბავშვებისა და მშობლებისათვის საუკეთესო არჩევანია. აქ, დიდ ატრაქციონებთან ერთად, ბავშვებს შეუძლიათ, საბავშვო სასრიალოებით გაერთონ. აუზში წყალი 24 საათის განმავლობაში იფილტრება და დამუშავების რამდენიმე საფეხურს გადის. მასში ქლორისა და PH-ის დონე კი სასმელი წყლის დონეზეა. ”ევროპარკში” ვიზიტისთვის განსაკუთრებულ ფასდაკლებას კომპანია ”ჰოთსეილი” გთავაზობთ.

წადით 1-დღიან ტურში

საქართველოში ბუნება განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი მთავარი ხიბლი კი

ისაა, რომ სხვადასხვა კულტურული ზონა და ღირსშესანიშნაობები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს. ეს საშუალებას გაძლევთ, 1 დღეში რამდენიმე ადგილს ესტუმროთ. თქვენ შეგიძლიათ, წახვიდეთ 1-დღიან ტურზე, ყაზბეგში ან თუნდაც, რაჭაში. 1-დღიანი ტურებით ქვეყნის მონახულება ბავშვისათვის ზედმეტად დამღლელი არ იქნება.

 

მოინახულეთ ბორჯომი

 



ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, სადაც ბორჯომის პარკში გასეირნებით ბავშვს სუფთა ჰაერით სუნთქვის საშუალებას მისცემთ. ბორჯომში შეგიძლიათ დარჩეთ სასტუმროში Borjomi Palace Hotel, რომელსაც ღია და დახურული აუზი აქვს. აუზზე ცურვა ბავშვებს კიდევ უფრო მეტად გაახალისებს. სასტუმროს ფასდაკლებით სადაჯავშნად მიჰყევით ბმულს.

გაერთეთ ვირტუალურ რეალობაში

თუ ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ეწვიოთ ”კაფსულას”. ”კაფსულა” ვირტუალური რეალობის თამაშებით დროის სახალისოდ გატარების საშუალებას მოგცემთ. თქვენს შვილებთან ერთად, თავადაც კარგად გაერთობით.

შეთავაზების სანახავად ეწვიეთ ლინკს

შეიძლება ბავშვს განსაკუთრებული ტური ან გასეირნება ვერ შესთავაზოთ, მაგრამ აუცილებლად გაატარეთ მაქსიმალურად ბევრი დრო მათთან, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი მათთვის სწორედ მშობლებთან ერთად გატარებული დროა.

Comments

comments