კიევში მომხდარი აფეთქებისას, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე, თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი გარდაიცვალა, ცნობილი უკრაინელი მოდელი და “დიორის” ყოფილი სახე ნატალია კოშელი დაშავდა.

დაშავებულის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა დიმიტრი მისნიაკოვმა ისაუბრა. მისი განცხადებით, პაციენტს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვს, კერძოდ კი, დამწვარი აქვს სხეულის ნაწილი, დაზიანებული აქვს ორგანოები და ასევე აქვს სხვადასხვა სახის მოტეხილობები. დიმიტრი მისნიაკოვის თქმით, ნატალია კოშელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

ექიმის განცხადებით, დაზიანებები სერიოზულია და რთულია რაიმეს პროგნოზირება.

უკრაინული ტელეკომპანია “კანალ 24”-ის წყაროს ცნობით, აფეთქებისას ავტომობილში მოდელის შვილიც იმყოფებოდა, რომელმაც სხეულის 10%-ის დამწვრობა მიიღო.

 ambebi.ge

Comments

comments