ითვლება, რომ იდეალური წონა – ეს ის არის, რომელიც 18 წლის ასაკში გქონდათ. სასურველია შეინარჩუნოთ ის მთელი ცხოვრება. მაგრამ თუ თქვენ ბოლო 15-20 წელი იდეალურ წონას დაშორდით, არ ღირს ნებისმიერ ფასად მასთან დაბრუნება. ცხოვრების ყოველ 10 წელიწადში ორგანიზმის ენერგოდანახარჯები დაახლოებით 10 %-ით მცირდება.

შესაბამისად ყოველ 10 წელიწადში ჩვენ დაახლოებით 10 % (5-7 წელი) ვიმატებთ: თავიდან იმ იდეალური წონიდან, მოგვიანებით კი იმ წონიდან, რომელიც გაგვაჩნია. უმჯობესია მიისწრაფოდეთ არა 18 წლის ასაკის წონისკენ, არამედ გამოთვალოთ საკუთარი ახალი იდეალური წონა ერთ-ერთი სამედიცინო ფორმულის მიხედვით.

ბროკის ფორმულა

იდეალური წონა მამაკაცებისთვის = (სიმაღლე სანტიმეტრებში – 100) x 1,15

იდეალური წონა ქალებისთვის = (სიმაღლე სანტიმეტრებში – 110) x 1,15

მაგალითი: 170 სმ სიმაღლის ქალის იდეალური წონა = (170 – 110) x 1,15 = 69 კგ

ალბათ ბევრს ეს ფორმულა გაახსენებს ძველს „სიმაღლე მინუს 100“ მამაკაცებისთვის და „სიმაღლე მინუს 110“ ქალებისთვის. ეს ნამდვილად იმ ძველი ფორმულის გაუმჯობესებული ვარიანტია. საქმე იმაშია, რომ წინა ვარიანტი ითხოვდა ყველასგან ყოფილიყვნენ ფიტნეს-მოდელები და არ ითვალისწინებდა არც ასაკს, და არც აღნაგობის ტიპს.

ამიტომ ის არ ადგებოდათ მძიმე ძვლებისა და მსხვილი კუნთების მქონე ადამიანებს, არც აშკარად გამოხატული თეძოებისა და მკერდის მქონე ქალებს. ამიტომ ბროკის ძველი ფორმულა გადამუშავებული იქნა მეცნიერების მიერ, და ახლანდელი ფორმით ის სრულიად რეალისტურად გამოიყურება.

ქალები:

სიმაღლე 147 სმ – წონა 44-49 კგ

სიმაღლე 150 სმ – წონა 45-50 კგ

სიმაღლე 152 სმ – წონა 46-51 კგ

სიმაღლე 155 სმ – წონა 47-53 კგ

სიმაღლე 157 სმ – წონა 49-54 კგ

სიმაღლე 160 სმ – წონა 50-56 კგ

სიმაღლე 162 სმ – წონა 51-57 კგ

სიმაღლე 165 სმ – წონა 53-59 კგ

სიმაღლე 168 სმ – წონა 55-61 კგ

სიმაღლე 170 სმ – წონა 56-63 კგ

სიმაღლე 173 სმ – წონა 58-65 კგ

სიმაღლე 175 სმ – წონა 60-67 კგ

სიმაღლე 178 სმ – წონა 62-69 კგ

სიმაღლე 180 სმ – წონა 64-71 კგ

სიმაღლე 183 სმ – წონა 66-72 კგ

 

 

 

trend.ge

Comments

comments