მშვილდოსანი

მშვილდოსანს არ შეუძლია დამაჯერებლად მოიტყუოს, ძალიანაც რომ მოინდომოს. ისინი ზედმეტად გულწრფელები და სიმართლის მთქმელები არიან, ხანდახან საკუთარი თავის საზიანოდაც, რადგან ავიწყდებათ, რომ შეიძლება გული ატკინონ ადრესატს. მაგრამ სიმართლე მშვილდოსნისთვის – უმაღლესი მორალური ზნეობრიობაა, და გარემოებისგან დამოუკიდებლად, შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ ის სიმართლეს ამბობს.

ვერძი

თუ გაცვიათ ფეხსაცმელი, რომელიც სულელურად გამოიყურება, ამას მაშინვე შეამჩნევს და გეტყვით ქალი-ვერძი. ის ვერ ხედავს აზრს, რატომ უნდა აარიდოს თავი იმას, რაც აშკარაა, ან რატომ უნდა გაალამაზოს მწარე სიმართლე. თუ ეტყვით, რომ გეწყინათ, ის მხოლოდ მხრებს აიჩეჩავს.

ლომი

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალებს არაფრის ეშინიათ, მათ შორის სიმართლისაც. თუ მეგობარი შეეკითხება უხდება თუ არა კაბა, ეს კი ასე არ არის, ქალი-ლომი სიმართლეს ეტყვის. მას ეამაყება საკუთარი სიმართლე. მაგრამ ხანდახან შეუძლია ცოტათი მოიტყუოს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ასიამოვნოს საკუთარ ეგოს.

კირჩხიბი

ქალი-კირჩხიბი ავადმყოფურად გულწრფელია რომანტიკულ ურთიერთობებში, იმიტომ რომ ზუსტად უნდა იცოდეს, ურთიერთობების რომელ ეტაპზე იმყოფება პარტნიორთან. თუ ის იგრძნობს, რომ ყველაფერი დამთავრდა, აუცილებლად ეტყვის ამის შესახებ თავის პარტნიორს, რათა გაანთავისუფლოს ტანჯვისგან იცხოვროს სიცრუეში. ის მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იტყუება, როცა სხვისი გრძნობების სადარაჯოზე დგას.

ქალწული

არსებობს სიცრუის ორი ტიპი – ის, რომელიც ავნებს, და ის, რომელიც იცავს ზიანისგან. უკანასკნელი ცნობილია, როგორც „თეთრი სიცრუე“, და ქალწული ამაში – ექსპერტია. ის არასოდეს ამბობს იმას, რამაც შეიძლება ტკივილი მიაყენოს ვინმე სხვას. ტყუილით სიკეთისთვის, ქალი-ქალწული არბილებს ურთიერთობების მძიმე კუთხეებს.

კურო

ამ ნიშანს არ უყვარს დრამა და კონფლიქტები, ამიტომ იცრუებს, რათა შეინარჩუნოს მშვიდობა. თუ ცუდად შეგჭრეს თმა, კურო „საყვარელს“ უწოდებს თქვენს ვარცხნილობას და გეტყვით, რომ ამ ვარცხნილობაში კარგად გამოჩნდა თქვენი ლამაზი თვალები.

მორიელი

მორიელები სასტიკად გულწრფელები იქნებიან თქვენს მიმართ და სასტიკად არაგულწრფელები საკუთარი თავის მიმართ. თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ, როგორც იცვამს ქალი-მორიელი, მაგრამ ის იტყვის, რომ საშინლად გამოიყურებით, თავად კი დედოფალს ჰგავს. თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ყველაფერს, რასაც თქვენზე ამბობს, მაგრამ არაფერს, რაც მას ეხება.

თხის რქა

თუ ერთ მშვენიერ დღეს ქალი-თხის რქა თავს ბედნიერად იგრძნობს, საეჭვოა რომ მან ღიმილი შეიკავოს. მაგრამ თუ ჰკითხავთ, რატომ არის ასეთი ბედნიერი, ის არ გეტყვით, რომ ამის მიზეზი შესვენების დროს კოლეგასთან სექსია. ის უაღრესად გულწრფელი იქნება საკუთარ გრძნობებში, მაგრამ იცრუებს, თუ ეს დაიცავს უსიამოვნებებისგან.

მერწყული

თუ კაბა გასუქებთ, ქალი-მერწყული გეტყვით ამის შესახებ. მაგრამ თუ სიმსუქნე გამოწვეულია რაიმე დაავადებით და თქვენ არ გაქვთ მკურნალობის საშუალება, მერწყული გამოგყვებათ კლინიკაში და გადაგიხდით ყველა ხარჯს. მერწყულები იცრუებენ, როცა ჩათვლიან, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, და, თუ საჭიროა ტყუილის თქმა, რათა დაეხმარონ მეგობარს, ისინი გააკეთებენ ამას.

თევზები

თევზები ძალიან კარგად ცრუობენ, რაც ბევრს არ მოსწონს. ისინი ასევე უნიკალურები არიან იმაში, რომ საკუთარი თავის მიმართაც ცრუობენ: მათ შეუძლიათ აბსოლუტურად გულწრფელად თქვან, რომ შესანიშნავად გრძნობენ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ მოატყუეს საკუთარი თავი და სჯერათ ამის. თევზები ყველაზე კარგად იტყუებიან და თვითონაც კი ვერ ხვდებიან ამას.

სასწორი

სასწორებს ყალბი და ორპირი პიროვნების რეპუტაცია აქვთ. ქალი-სასწორი შეიძლება იყოს ძალიან მომხიბვლელი, მაგრამ გულის სიღრმეში თქვენ იგრძნობთ, რომ ასე იმიტომ მოქმედებს, თქვენგან რაღაც უნდა – სიგარეტი იქნება ეს, თუ თქვენი თაყვანისმცემლის ტელეფონის ნომერი. ის გულწრფელია მხოლოდ საკუთარ თავთან, მაგრამ ძალიან მატყუარაა სხვებთან დამოკიდებულებაში.

ტყუპები

ელოდებით სრულ სიმართლეს ნიშნისგან, რომლის სიმბოლოა – ორი გაყოფილი პიროვნება? ტყუპები არა მხოლოდ ბევრს ცრუობენ, მათ არ შეუძლიათ საკუთარი სიცრუის გაკონტროლება, ამიტომ იმდენ ტყუილს იტყვიან, სანამ თავად არ გაებმევიან სიცრუის მახეში. მერე კი ტყუპი იმაზე იცრუებს, რომ არასოდეს არ ცრუობდა.

 

 

trend.ge

 

 

 

 

Comments

comments