ყველანაირი ურთიერთობის წარმატების გასაღები ადამიანის ხელშია. ეს ეხება სასიყვარულო ურთიერთობასაც. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გახადოთ ის უფრო მყარი და ქმედებების საშუალებით გაქვთ უნარი, კიდევ უფრო დაუახლოვდეთ საყვარელ ადამიანს.

სასიყვარულო ურთიერთობას გაფრთხილება და მოვლა სჭირდება.

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ურთიერთობის გამყარებაში დაგეხმარებათ:

1. თუ ცუდი სამუშაო დღე გქონდათ და ამის გამო ცუდ განწყობაზე ხართ, ეს ცუდი განწყობა ოფისში დატოვეთ – „ეს არ ნიშნავს რომ თქვენი გრძნობები და განცდები საყვარელ ადამიანს არ უნდა გაუზიაროთ“, – ამბობს ურთიერთობების ექსპერტი ლაურა ბილოტა და განმარტავს, რომ ეს ნიშნავს – არ გადავდოთ ჩვენი უარყოფითი განწყობა საყვარელ ადამიანს.

„სამსახურიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე იფიქრეთ, თუ რა კარგი იქნებოდა მთელი დღე მხოლოდ თქვენი საყვარელი ადამიანის თვალებს უყურებდეთ. მალე სწორედ მასთან შეხვედრის დრო დგება და სჯობს, ცუდი განწყობა სახლში არ შეიტანოთ“, – გვირჩევს ექსპერტი.

2. არასოდეს დაწვეთ დასაძინებლად გაბრაზებული – ურთიერთობა მცირე გაუგებრობებისა და კონფლიქტის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ბილოტა გვირჩევს, რომ სანამ დასაძინებლად წავალთ, სჯობს მოვაგვაროთ კონფლიქტი და გაბრაზებულებმა არ დავიძინოთ, ვინაიდან ეს კონფლიქტს კიდევ უფრო გაამძაფრებს და შესაძლოა, ძალიან რთულ შედეგამდე მივიდეთ.

3. პაემანზე წადით აუცილებლად ღამით – ეს უმნიშვნელოვანესია. ღამე – მხოლოდ თქვენ ორისთვისაა და ეს შესანიშნავი იდეაა. რა საქმეც უნდა გქონდეთ, პრიორიტეტად სჯობს თქვენი ურთიერთობა აქციოთ და ღამე მას დაუთმოთ.

4. ისწავლეთ რაღაც ახალი პარტნიორის შესახებ – ადამიანების თვისებები, შესაძლებლობები განუსაზღვრელია. ყოველთვის ეცადეთ საყვარელ ადამიანში რაღაც ახალი აღმოაჩინოთ.

ნახავთ, რომ ამ ხერხის საშუალებით თქვენი ურთიერთობა ბევრად უფრო საინტერესო გახდება.

5. გააკონტროლეთ სიტყვები – სიტყვებს შეუძლია ადამიანს გული საშინლად ატკინოს, ამიტომაც როცა რაიმეზე უთანხმოება გაქვთ, დაუფიქრდით თქვენს სიტყვებს, ჟესტებსა და გამომეტყველებას, რითაც უკმაყოფილებას გამოხატავთ. გახსოვდეთ, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც გიყვართ, რომელსაც უყვარხართ და პატივი ეცით მას.

6. თქვენი თავი დააყენეთ პირველ ადგილზე – მნიშვნელოვანია, პარტნიორზე ზრუნვა, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ საკუთარი თავი. თუ საკუთარ ინტერესებს თქვენი პარტნიორის გამო გვერდზე გადადებთ, თქვენ ბევრ შესაძლებლობას გაუშვებთ ხელიდან. საბოლოო ჯამში კი, ეს თქვენს ურთიერთობაზე ცუდად აისახება, ვინაიდან ქვეცნობიერად საკუთარ წარუმატებლობაში ყოველთვის პარტნიორს დასდებთ ბრალს.

7. სანამ დაიძინებთ იფიქრეთ იმ ხუთ რამეზე, რაც საყვარელ ადამიანში გხიბლავთ – იცოდეთ ის, რაც გხიბლავთ საყვარელ ადამიანში, თუ ყოველ საღამოს იფიქრებთ ამაზე, თქვენ მისით კიდევ უფრო მოიხიბლებით და კიდევ უფრო მეტ სიახლოვეს იგრძნობთ.

TREND.GE

Comments

comments