ვერძი

ვერძებისთვის უმჯობესია თუკი საერთოდ არ დალევენ, მაგრამ თუკი სიტუაციამ მაინც მოიტანა, ეცადეთ მერწყულ მეგობართან ერთად მოხვდეთ სუფრასთან ან ბარში- ის უჩუმრად შეძლებს თქვენი სავსე ჭიქიდან სასმელის ჩუმად გადაღვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში დილით შეიძლება სხვა ქალაქში გაიღვიძოთ და ცხოვრების თანამგზავრიც ნაპოვნი გყავდეთ უკვე.

კურო

ნასვამი კურო ძნელია დააჯერო, რომ მთვრალია. იმის მიუხედავად, რომ ფეხზე ვერ დგას, შეუძლია თამამად ამტკიცოს, რომ წვეთი არ დაულევია და ყველაფერს ახლა იწყებს. კურო არასოდეს გაპატიებთ თუკი მისთვის სასმელის დამალვას დააპირებთ. ასე რომ, სჯობს ბედს დანებდეთ.

ტყუპი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ორი რადიკალურად განსხვავებული სახე შეუძლიათ განახონ. ერთ ჯერზე დათრობისას ტყუპი შეიძლება სულ იცინოდეს, მღეროდეს და მხიარულებდეს, მაგარამ მეორე ჯერზე თავი არნახულად პათოლოგიური სიმთვრალით დაგამახსოვროთ. დილით კი თუკი მისთვის საყვედურის თქმას შეეცდებით, აუცილებლად აქეთ შემოგედავებათ, რომ ნასვამ ადამიანს დასცინეთ ან მასზე გაბრაზდით.

კირჩხიბი

თუ გინდათ ზოდიაქოს ეს ნიშანი ახლოს გაიცნოთ, აუცილებლად დაათვრეთ. კირჩხიბები სწორედ ალკოჰოლის ზემოქმედების დროს იხსნიან მორგებულ ნიღაბს და ნამდვილ კიბოს სწორედ ასე ნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ სიმთვრალეში ყველაფრისგან თავისუფლდება, დიდი იმედი ნუ გექნებათ, რომ მთვრალ კირჩხიბს სპონტანურ სექსზე დაითანხმებთ, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია. დილით კირჩხიბი აუცილებლად ინანებს, რომ წინა საღამოს ბევრი დალია.

ლომი

ნასვამი ლომის გამორჩევა 100 კაცშიც კი ადვილია- ისინი გასაოცარ სიმშვიდესა და წონასწორობას ინარჩუნებენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ამ დროს ლომებს უყვართ თავის ქება და წარსულის ისტორიების მოყოლა.

ქალწული

ძნელი სათქმელია რატომ სვამენ ქალწულები საერთოდ. პირველი ჭიქა კოქტეილის დალევის შემდეგ იგი ამბობს, რომ უკვე დათვრა. შუა დროსტარებისას აცხადებს, რომ ყველა ძალიან უყვარს და დილით კითხულობს- სად არის ასპირინი. როგორც წესი, დილით ამბობს, რომ აზრზე არ არის რა მოხდა წუხელ.

სასწორი

სასწორებს დალევა ძალიან აშინებთ, მაგრამ სამაგიეროდ უყვართ კიდეც. ისინი ხომ ამ დროს სრულიად უკომპლექსოდ გრძნობენ თავს გარშემომყოფთა შორის. ამის მიუხედავად, სულელურად არასდროს იქცევიან და არც კონტროლს კარგავენ საკუთარ თავზე. მეორე დღეს კი აუცილებლად ნანობენ თუკი წინა ღამეს ბევრის დალევა მოუწიათ.

მორიელი

თავდაპირველად აქტიურად იწყებს დალევას, მაგრამ სასურველი დოზის მიღების შემდეგ, მხოლოდ სხვების ჭიქების შევსებითაა დაკავებული. ნურასოდეს გექნებათ ილუზია, რომ მთვრალ მორიელს რამეს დააცდევინებთ. საბოლოო ჯამში მის კამპანიაში დროის გატარება, საკმაოდ სასიამოვნოა.

მშვილდოსანი

ალკოჰოლიკი, აუტანელი, წარუმატებელი და თან ბედნიერი. ასეთია მთვრალი მშვილდოსანი. ეცადეთ არასდროს ეკამათოთ მთვრალ მშვილდოსანს და აცადეთ მოყვეს თავისი ისტორიები. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი სიცოცხლის ხელყოფასაც არ მოერიდოს.

თხის რქა

3-4 ჭიქის დალევის შემდეგ თხის რქა შეგიძლიათ ჯერ არნახულ ფორმაში იხილოთ. ის საოცრად ხალისიანი ხდება და არც მისი მისამართით გამოთქმულ ცინიკურ ფრაზებზე ღიზიანდება.

მერწყული

მთვრალი მერწყულისთვის დედამიწის გადაბრუნება არაფერია, უბრალოდ მას ამის სურვილი არ აქვს, თორემ აუცილებლად შეძლებდა. ნასვამი მერწყული ისეთ სამომავლო გეგმებს სახავს, რომ მეორე დღის გათენება გიხარიათ, მაგრამ სამწუხაროდ დილით, წინ ღამეს ნათქვამი არც ერთი სიტყვაც აღარ ახსოვს.

თევზები

თუ თევზებმა ცოტა დალიეს, მოერიდეთ! ხოლო თუ ბევრი, მაშინ გაიქეცით, რადგან ნასვამ თევზებს ემოციების მთელი სპექტრის გადმოშლა შეუძლიათ. მოკლედ, თუ გინდათ არ შეესწროთ კურიოზულ მტვრევასა და ჩხუბს, როგორიც მხოლოდ ფილმებში გინახავთ, გირჩევნიათ მთვრალი თევზისგან თავი შორს დაიჭიროთ.

 

pomada.ge

 

 

Comments

comments