ოჯახში ბედნიერება არა მხოლოდ მისი წევრების პოზიტიურ განწყობაზეა დამოკიდებული, არამედ ნივთებზეც და პროდუქტებზე, რომლებიც წარმატებასა და კეთილდღეობას იზიდავენ სახლში.

ნალი
ნალს წარმატება და ჯანმრთელობა მოაქვს. მიიჩნევა, რომ წარმატება მუდამ ცხენზეა ამხედრებული, ცხენს კი ნალი სჭირდება. თილისმის აქტივაციისთვის, გააცანით ნალს ოჯახის წევრები, მოატარეთ მთელი სახლი და სთხოვეთ კეთილდღეობა და დაცვა. შემდეგ აირჩიეთ ადგილი და ჩამოკიდეთ.

 

ნიორი
ოჯახში უსიამოვნებების ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ სახლში ავი სულების არსებობა. გათვალვისგან კი დაგიცავთ ნიორი. ჩამოკიდეთ ნივრის აცმა მყუდრო ადგილას, ჭერქვეშ და სთხოვეთ ავი თვალისგან დაცვა.

თაფლი
თუ გსურთ, რომ სახლში კეთილდღეობა მიიზიდოთ, მოიმარაგეთ თაფლი. თაფლი შესანიშნავი მომნუსხველი საშუალებაა. თუ ვინმე მოგწონთ, გაუმასპინძლდით მას თაფლით. სტუმარს მყუდრო სახლი და კარგი მასპინძლობა დაამახსოვრდება.

ვაშლი

ვაშლს სახლში კარგი განწყობა და დადებითი ენერგია შემოაქვს. მოათავსეთ ლამაზი ვაშლები დეფექტის გარეშე ლამაზ ჭურჭელში და დადგით სამზარეულოში.

ხატი

ხატი საუკეთესო მცველია ნებისმიერი ავი თვალისგან. სახლში მის განთავსებას ცოდნა სჭირდება. მათდამი ფაქიზი და პატივისცემით მოპყრობა ოჯახში სიმშვიდეს შემოიტანს და გაწმენდს სახლის ენერგეტიკას.

ქინძისთავი

გათვალვისგან ყველაზე გავრცელებული დამცავი საშუალება გახლავთ ქინძისთავი. სახლში ბედნიერება არა მხოლოდ კეთილდღეობას, არამედ ოჯახის წევრების ჯანმრთელობასაც მოაქვს. თილისმის აქტივაციისთვის გაატარეთ ის ცეცხლში, გაავლეთ წყალში და ღამით დააყარეთ მარილისა და პილპილის ნაზავი. დილით შესთხოვეთ ქინძისთავს, დაგიცვათ უწმინდური აზრებისგან. შეარჭეთ კარში ისე, რომ არ ჩანდეს.

ზანზალაკი

ზანზალაკის მელოდიური ჟღერადობა სახლში კარგ განწყობას შემოიტანს, გაწმენდს ცუდი ენერგეტიკისგან. მიიჩნევა, რომ უნდა აირჩიოთ ვერცხლის ან რკინის ზარი. წმინდა, არაგამაღიზიანებელი ჟღერადობა უნდა ჰქონდეს.

საპონი

სისუფთავისა და ჯანმრთელობის სიმბოლო. სუფთა ენერგეტიკის შემოსატანად, საპნის მშრალი ნაჭერი მოათავსეთ პატარა ლამაზ ყუთში, შემოახვიეთ ლენტი და დადეთ სააბაზანოში.

სანთელი

სანთელი მძლავრი მცველია, რომელსაც კეთილდღეობა შემოაქვს ცხოვრების ყველა სფეროში. საეკლესიო სანთლები საამისოდ საუკეთესოა. როდესაც შინ მარტო ხართ, დაანთეთ სანთელი, მოიარეთ

მთელი სახლი და შესთხოვეთ დაცვა და სულიერი სიმშვიდე. შემდეგ კი დადგით ხატის წინ.

სარკე

მცველის სახით საუკეთესოა მრგვალი სარკე ხის ჩარჩოში. მას სახლში ურთიერთგაგება და ჰარმონია მოაქვს. ნუ მიუახლოვდებით სარკეს ცუდ ხასიათზე, ნუ იკამათებთ მის წინ და ნუ გამოიყენებთ ცუდ სიტყვებს.
მისი აქტივაციისთვის, ქალმა სუფთა ქსოვილი საყვარელი სუნამოთი უნდა დაასველოს და მოუსვას ზედაპირს წრიული მოძრაობით. ღამით, სარკის წინ დადგით ლამაზი ღრმა თეფში, მოათავსეთ მასში სიმბოლური ნივთები (მონეტა კეთილდღეობისთვის, სავარცხელი სილამაზისთვის, ოჯახის ფოტო ჯანმრთელობისთვის) და შესთხოვეთ დაცვა.

ambebi.ge

Comments

comments