მსოფლიოს არაერთი გენიალური მწერალი ჰყავს და დიდი ლიტერატურული საგანძური აქვს. ალბათ, არაერთი ჩამონათვალი გინახავთ მსგავსი სათაურებით – „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, „100 ნაწარმოები, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული“ – სხვადასხვა გამოცემები წასაკითხი წიგნების განსხვავებულ ჩამონათვალს გვთავაზობენ.

ასეთ შემთხვევაში წიგნების ჩამონათვალი ძირითადად სტატიების ავტორების, რედაქციის შეხედულებებს ეყრდნობა.

ამჯერად კი, გადაწყვიტეს თანამედროვე მწერლები გამოეკითხათ და გამოკითხვის შედეგად შეერჩიათ ყველა დროის 10 საუკეთესო ნაწარმოები.

კვლევის შედეგი 125 მწერლის გამოკითხვას ეყრდნობა. მათ შორისაა სტივენ კინგი, ნორმან მილერი, ჯონათან ფრანზენი და სხვები.

მაშ ასე, ვნახოთ, რომელი წიგნები მიაჩნიათ თანამედროვე მწერლებს საუკეთესოდ – ყველა დროის 10 საუკეთესო წიგნი:

1. „ანა კარენინა“ (ლევ ტოლსტოი);

2. „მადამ ბოვარი“ (გუსტავ ფლობერი);

3. „ომი და მშვიდობა“ (ლევ ტოლსტოი);

4. „ლოლიტა“ (ვლადიმირ ნაბოკოვი);

5. „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ (მარკ ტვენი);

6. „ჰამლეტი“ (უილიამ შექსპირი);

7. „დიდი გეთსბი“ (სკოტ ფიცჯერალდი);

8. „დაკარგული დროის ძიებაში“ (მარსელ პრუსტი);

9. ანტონ ჩეხოვის მოთხრობები;

10. „შუა მარტი“ (ჯორჯ ელიოტი).

trend.ge

Comments

comments