თბილისის მერია “თბილისობა 2017”-ზე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “თბილისობა 2017” 7-8 ოქტომბერს გაიმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის გასართობი და კულტურული ღონისძიება დედაქალაქის რამდენიმე უბანშია დაგეგმილი. კერძოდ, თბილისის მერია დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს ავრცელებს:

7 ოქტომბერი
12:00-20:00 – თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები – რიყის პარკი/ევროპის მოედანი;
12:00 -18:00 – ავტოშოუ – ანტიკვარული და ახალი მანქანების გამოფენა/გაყიდვა – მეტეხის ხიდი;

12:00-19:00 – საბავშვო გასართობი ღონისძიებები – ხატვა, ძერწვა, სახეზე მოხატვა, კარაოკე,მხიარული შეჯიბრებები – რიყის პარკი/ამფითეატრი;
12:00-19:00 – სპორტული აქტივობები – რაგბი, ფეინთბოლი, მინდვრის ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, ნარდი, შაში, ქართული ჭიდაობა, შავფაროსნების და პარკურის შოუ – რიყის პარკი;

12:00-19:00 – საბავშვო გასართობი აქტივობები – პატარა პრინცის მოგზაურობა, ხატვის კუთხე, საბავშვო არქეოლოგია, საბავშვო კულინარია, ვიქტორინა ბავშვებისთვის – “ახალი ტფილისი”;

12:00-19:00 – ფრანების ფესტივალი – სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფრანების გამოფენა, მასტერკლასები ბავშვებისთვის- რიყის პარკი;
12:00-22:00 – ღვინის ფესტივალი – სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა – რიყის პარკი;
12:00-22:00 – შემოდგომის ნობათი – სასოფლო-სამეურნეო ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა – რიყის პარკი;
12:00-22:00 – კულინარიის ფესტივალი – ქართული და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო – რიყის პარკი/ბუდა ბარის ტერასა;
12:00 – 20:00 – მექანიკური სიზმარი – კოსტიუმირებული მსვლელობა/პერფორმანსი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით – “ახალი ტფილისი”;
12:00-21:00 – ქართული მარკების ექსპოზიცია -“ახალი ტფილისი”;

12:00-22:00 – საკონდიტრო ფესტივალი – საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი შეფ-მზარეულების პერფომანსი – “ახალი ტფილისი”;
11:00-19:00 – “თბილისური სახელოსნოები” – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის გამოფენა – ილიას ბაღი;
13:00 -13:45 – ბელორუსიის ხალხური, სამეჯლისო ცეკვისა და ვოკალური ანსამბლების წარმოდგენა -რიყის პარკი;
14:00-19:00 დღის კონცერტები, რიყის პარკი/ევროპის მოედანი:
14:00 – თეა დარჩია ქართული ცეკვის მასტერკლასით;

15:30 – შერეული ქორეოგრაფიული შოუ პროგრამა: მსოფლიო ხალხთა და სამეჯლისო ცეკვები, 3 ინკლუზიური ნომერი და ცეკვები მიუზიკლებიდან. შერეული პროგრამა შედგება 15 ნომრისგან, Elene.B-ის, ვერკა ჯაჯანიძისა და გიორგი სუთიძის, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 3 ადამიანის მონაწილეობით;
18:00-19:00 – “მილონგა” (ტანგოს საღამო).

16:00-17:00- “თბილისზე მზრუნველის” დაჯილდოების ცერემონიალი – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე;
18:00-19:00 – კონცერტი – ჯგუფი “სვანსიხი” – “ახალი ტფილისი”;
19:00 – 23:00 – ელექტრონული მუსიკა – DJ Sumo; DJ Third soul – “ახალი ტფილისი”;
20:00-20:30- გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტის და რუსუდან მეიფარიანის ანსამბლის ერთობლივი წარმოდგენა – “ახალი ტფილისი”;

20:30-21:50 – “თბილისური ეზო ” – “აქ ემღერება გულს” – ლიზა ბაგრატიონი – რომის ქუჩა N4;
20:00-21:00 – თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი “ბიგ-ბენდი” – რიყის პარკი/ევროპის მოედანი.

8 ოქტომბერი

12:00-20:00 – თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები – რიყის პარკი/ევროპის მოედანი;
12:00 -18:00 – ავტოშოუ – სპორტული ავტომობილების გამოფენა, საგზაო უსაფრთხოება – მეტეხის ხიდი;
12:00-19:00 – საბავშვო გასართობი ღონისძიებები -ხატვა, ძერწვა, სახეზე მოხატვა, კარაოკე,მხიარული შეჯიბრებები – რიყის პარკი/ამფითეატრი;
12:00-19:00 -სპორტული აქტივობები – რაგბი, ფეინთბოლი, მინდვრის ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, ნარდი, შაში,

ქართული ჭიდაობა, შავფაროსნების და პარკურის შოუ -რიყის პარკი;
12:00-19:00 – საბავშვო გასართობი აქტივობები – პატარა პრინცის მოგზაურობა, ხატვის კუთხე, საბავშვო არქეოლოგია, საბავშვო კულინარია, ვიქტორინა ბავშვებისთვის – “ახალი ტფილისი”;
12:00-19:00 – ფრანების ფესტივალი – სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფრანების გამოფენა, მასტერკლასები ბავშვებისთვის – რიყის პარკი;
12:00-22:00 – ღვინის ფესტივალი – სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა – რიყის პარკი;
12:00-22:00 – შემოდგომის ნობათი – სასოფლო-სამეურნეო ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა – რიყის პარკი;
12:00-22:00 – კულინარიის ფესტივალი – ქართული და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო – რიყის პარკი/ბუდა ბარის ტერასა;
12:00-21:00 – მექანიკური სიზმარი – კოსტიუმირებული მსვლელობა/პერფორმანსი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით – “ახალი ტფილისი”;
12:00-21:00 – ქართული მარკების ექსპოზიცია – “ახალი ტფილისი”;
12:00-22:00 – საკონდიტრო ფესტივალი – საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი შეფ-მზარეულების პერფომანსი – “ახალი ტფილისი”;
11:00-18:00 – ხილის ფესტივალი – წარმოდგენილი იქნება ხილის ელემენტებით დამზადებული გვირგვინები, ხილის დეკორაციები, ყვავილები. სხვადასხვა კომპანიები წარადგენენ: ხილის კოქტეილებს, წვენებს, მურაბებს და ა.შ. – სიონის ქუჩა;
11:00-18:00 – ყვავილების გამოფენა – მცენარეების, ყვავილების თაიგულების, თანამედროვე ავტორების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების და ნახატების გამოფენა – გაყიდვა – ილიას ბაღი;
13:00-14:00 – საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის ორკესტრისა და გერმანიის სახმელეთო ჯარების მუსიკალური კორპუსის ორკესტრის ერთობლივი კონცერტი – რიყის პარკი/ევროპის მოედანი;
14:00-19:00 – დღის კონცერტები – რიყის პარკი/ევროპის მოედანი;
14:00 – 14:00 – თეა დარჩია ქართული ცეკვის მასტერკლასით;
15:30 – შერეული ქორეოგრაფიული შოუ პროგრამა: მსოფლიო ხალხთა და სამეჯლისო ცეკვები, 3 ინკლუზიური ნომერი და ცეკვები მუზიკლებიდან. შერეული პროგრამა შედგება 15 ნომრისგან, Elene.B-ის, ვერკა ჯაჯანიძისა და გიორგი სუთიძის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 3 ადამიანის მონაწილეობით;
18:00-19:00 – “მილონგა” (ტანგოს საღამო) ;
18:00-20:00 – კონცერტი – ჯგუფი “გუფი ლენდი” – “ახალი ტფილისი”;
20:00-20:30 – გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტის და რუსუდან მეიფარიანის ანსამბლის ერთობლივი წარმოდგენა – “ახალი ტფილისი”;
20:00 – 23:00 – ელექტრონული მუსიკა -DJ Ericsson – “ახალი ტფილისი”;
20:30-22:00 – “თბილისის საპატიო მოქალაქეების” დაჯილდოება და საზეიმო კონცერტი – თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება, ქალაქური ჟანრის მუსიკა, ამონარიდები მუსიკალური ფილმებიდან და სპექტაკლებიდან – ლეღვთახევი.

Comments

comments