1. ვერძი – ერთი რამ, რაც უბედურს გხდით და დეპრესიაში გაგდებთ, არის შეგრძნება იმისა, რომ უმოქმედო ხართ. მოგწონთ, როცა გამუდმებით დაკავებული ხართ და მუდამ საქმეს აკეთებთ, ხართ პროდუქტიული, ყოველთვის გინდათ იყოთ აქტიური და კონცენტრირებული და როცა ატყობთ რომ ასე არ ხდება, თავს საშინლად გრძნობთ და დეპრესია გტანჯავთ.

2. კურო – ყოველთვის მოტივირებული ხართ და მზად ხართ ნებისმიერ რამეზე წახვიდეთ სასურველის მისაღებად. მცირედი წარუმატებლობაც კი დეპრესიაში გაგდებთ და ასეთ დროს თავს მსოფლიოში ყველაზე უბედურ ადამიანად მიიჩნევთ.

3. ტყუპები – ვერძების მსგავსად თქვენც მუდამ მოქმედებაში ხართ, მუდამ საქმეს აკეთებთ, ამავდროულად, გიყვართ გარემოს გამოცვლა, ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა არ შეგიძლიათ და ყველაზე აუტანელი თქვენთვის სწორედ ერთ ადგილას ყოფნაა.

4. კირჩხიბი – თქვენ გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანი ხართ, თუმცა საკუთარ პრობლემებს სხვებთან არასოდეს განიხილავთ და ყოველთვის ცდილობთ, რომ მარტო გაუმკლავდეთ მათ. პრობლემა ისაა, რომ ზოგჯერ ამ პრობლემებთან მარტო გამკლავება გიჭირთ რის გამოც თავს ცუდად გრძნობთ და დეპრესია გტანჯავთ.

5. ლომი – თავს ყველაზე ცუდად მაშინ გრძნობთ, როცა რაიმე მოვლენით, ვინმეს ქმედებით თქვენი თავმოყვარეობა და სიამაყე შეიბღალება, სწორედ ამიტომ დროდადრო თქვენ დეპრესია გაწუხებთ.

6. ქალწული – თავდაჯერებულობისა და საკუთარი რწმენის ნაკლებობაა თქვენი მთავარი პრობლემა და დეპრესიის მიზეზი. ამის გამო ხშირად ხართ მოწყენილი.

7. სასწორი – ვერ ეგუებით მარტოობას. გსურთ, რომ ყოველთვის ბევრი ადამიანი იყოს თქვენ გარშემო. გიჟდებით ხალხმრავალ წვეულებებზე. თუ თქვენ გარშემო ხალხი არაა, მაშინვე მოწყენილობა გტანჯავთ. გეზიზღებათ მარტოობა იმიტომ, რომ არასოდეს იცით მარტომ რა უნდა გააკეთოთ.

8. მორიელი – სასწორებისგან განსხვავებით, თქვენ გიყვართ მარტოობა. თავს არაკომფორტულად გრძნობთ, როცა თქვენ გარშემო ხალხმრავლობაა. ეს დეპრესიაში გაგდებთ. თქვენთვის დეპრესიისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა განმარტოებაა.

9. მშვილდოსანი – თქვენი დეპრესიის მიზეზი სულგრძელობა და ხელგაშლილობაა. ყოველთვის გასცემთ ყველაფერს, გიყვართ, როცა სხვებს საჩუქრებს ჩუქნით, მაგრამ ხშირად ისე იქცევით, რომ საკუთარი თავისთვის აღარაფერი გრჩებათ. სხვებისთვის თავს არ დაზოგავთ, მაგრამ მოგვიანებით, როცა მიხვდებით რომ საკუთარი თავისთვის არაფერს აკეთებთ, რომ მხოლოდ სხვების ბედნიერებაზე ზრუნავთ, საკუთარი კი გვერდზე გრჩებათ, დეპრესია გიპყრობთ.

10. თხის რქა – გინდათ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართოს, თუმცა გავიწყდებათ, რომ ეს ცხოვრებაა და შეიძლება რაღაც გაუთვალისწინებელმა თქვენი გეგმები თავდაყირა დააყენოს. ასეთი მომენტებია თქვენი დეპრესიის მთავარი წყარო.

11. მერწყული – თქვენ გიჭირთ რეალობის აღქმა, გამოგონილ სამყაროში ცხოვრობთ და ზოგჯერ, როცა რეალობას თვალს უსწორებთ, ეს დეპრესიაში გაგდებთ.

12. თევზები – თქვენ იცით, რომ ზოგჯერ ისე უნდა იმოქმედოთ, როგორც ამას თქვენგან საზოგადოება, ან საჭიროება მოითხოვს და ყველაფერი მხოლოდ საკუთარი სურვილების მიხედვით არ უნდა გააკეთოთ, მაგრამ ეს თქვენ დეპრესიაში გაგდებთ. გეზიზღებათ ყოველგვარი ტყუილი და სიყალბე, ვერ იტანთ, როცა ჩანხართ ისეთი, როგორიც სინამდვილეში არ ხართ და ამის გამო ხშირად მოწყენილი ხართ.

trend.ge

Comments

comments