მსოფლიოს უმსხვილესი საძიებო სისტემა Google რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას იწყებს, კომპანიის ხელმძღვანელობა ეძებს შესაძლებლობას RT-სა და Sputnik-ის საიტების რანჟირება დაწიოს, – ამის შესახებ Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ შმიდტმა განაცხადა.
კითხვაზე, თუ რატომ ჩნდება ასეთი სიხშირით რუსული პროპაგანდისტული საიტები Google-ში სიახლეების ძებნისას, შმიდტმა განაცხადა, რომ „Google-ში იციან ამის შესახებ“.

„ჩვენ ვეძებთ ტექნიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ამას აღმოფხვრის. ჩვენ საიტების ბლოკირება არ გვსურს, ეს ჩვენი მუშაობის მეთოდი არ არის“, – განაცხადა ერიკ შმიდტმა.

„მე ცენზურის წინააღმდეგი ვარ და რანჟირებას ვუჭერ მხარს. ჩვენ ახლა ზუსტად ამაზე ვმუშაობთ“, – აღნიშნა შმიდტმა.

 

 

ipn.ge

 

 

Comments

comments