22 ნოემბრიდან საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდენელი. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში განუცხადეს, ამინდის არამდგრადობას შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები განაპირობებს. ჰაერის ტემპერატურა კი ქვეყნის მასშტაბით 10-15 გრადუსამდე დაეცემა. უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვლი.

მოკლევადინი პროგნოზი კი ასეთია: 20 ნოემბერს, ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე წვიმა. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 19-24 გრადუსამდეა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 15-20 გრადუსია ნავარაუდევი. ღამის საათებში, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

ქვეყნის მასშტაბით უნაქლექო ამინდია მოსალოდნელი 21 ნოემბერს. დღის ბოლოს კი, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს შემოსვლას.

ipn.ge

Comments

comments