ქართველი მოდელი ანა შელია და წარმატებული მორაგბე ლაშა ლომიძე დაინიშნენ. წყვილი 2 წელზე მეტია ერთადაა და მათი ურთიერთობა ახლა უკვე ახალ ფაზაში გადავიდა.

18 წლის ანა შელია თაკო ჩხეიძის სააგენტოს Geomodels-ის მოდელია და საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და მაღალანაზღაურებადია, ის გასულ წელს პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის ჩვენებაში. 25 წლის ლაშა ლომიძე “ბორჯღალოსანია” – ის საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მე-8 ნომერია და ინგლისური რაგბის კლუბის London Irish-ის მორაგბეა.

ანა შელია OK!-ის მოულოდნელ ნიშნობას

და სიყვარულის ისტორიას უამბობს.როგორია თქვენი გაცნობის ისტორია?
– ლაშამ ჩემს შესახებ მაშინ გაიგო, როცა მე 14 წლის ვიყავი, სწორედ მაშინ იყო პირველი მესიჯიც. მაგრამ როცა ჩემი ასაკი გაიგო, მიხვდა, რომ ურთიერთობა ამ ეტაპზე ვერ შედგებოდა.

2 წლის მერე, ბათუმში ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით, შემდეგ მე ერთ შემოდგომას ლონდონში გავემგზავრე, რა დროსაც ლაშა საფრანგეთში იყო და ჩემ სანახავად 1 დღით ჩამოვიდა, ისტორია აქედან იწყება.

– აქამდე თუ გეგმავდით ნიშნობას, როგორი იყო ხელის თხოვნა?
– არ ვგეგმავდით, ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა მოგვიანებით გავიგე, რომ ლაშა ამისთვის 1 თვეზე მეტ ხანს ემზადებოდა. ხელი ძალიან ლამაზად მთხოვა, სამწუხაროდ ვიდეო არ გვაქვს, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. წინასწარ გეგმა მხოლოდ ბიძაჩემმა და ლაშას რამდენიმე მეგობარმა იცოდა

Comments

comments