“სწრაფი კვება ბორბლებზე”, ალბათ, ძალიან ბევრ თქვენგანს ჰოლივუდის ფილმები გაახსენდა , სადაც “ჰოთდოგებს”, ტკბილეულს, ბატიბუტებს და სხვდსხვა  გამრიელობებს ყიდიან. ევროპასა და ამერიკაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მსგავსი ბიზნესები, “ივენთებიც” კი იმართება ხოლმე.

საინტერესოა თუ რა ხდება ამ მხრივ საქართველოში, რამდენად აქვს მსგავს ბიზნესს ხელშეწყობა. ჩვენი მოძიებული მასალის მიხედვით კი არც თუ გასახარი სიტუაციაა, აღმოჩნდა , რომ რამდენიმე მცდელობა იყო მსგავსი “სწრაფი კვების” ობიექტის გახსნის, მაგრამ უკანონობის გამო უარი ეთქვათ, ზოგი შეჩერებულია, ზოგიც კი მხოლოდ კერძო ტერიტორიებსა და “ივენთებზე” მოქმედებს (მსგავსზე კი ყველა კერძო ობიექტი არ თანხმდება)

ერთ-ერთი , ვინც ამ ეტაპზე ცდილობს დამკვიდრებას “ჩარლია” ,  ვესაუბრეთ მათ დამფუძნებელს, სამწუხაროდ, ჩვენც იმედგაცრუებულნი დავრჩით, მერიისგან უარყოფითი პასუხი მიიღეს, მათი თქმით, მსგავსი კანონი არ არსებოს, რომ მოძრავ “კაფეს” მიცენ არსებობის უფლება. ჯერჯერობით, ფარხმალს არ ყრიან, ჩვენ მათ გზას მივადევნებთ თვალყურს.

ახლა კი წარმატებებს ვუსურვებთ მათ !

 

 

 

Comments

comments