90-იანი წლების ყველაზე ცნობილი მოდელების – ნაომი კემპბელის, სინდი კროუფორდის, კლაუდია შიფერის, კრისტი ტარლინგტონის გვერდით, ლინდა ევანგელისტას სახელი მოდის ყველა მოყვარულისთვის კარგად ცნობილია.

სუპერმოდელი, რომელიც 700-ზე მეტი ჟურნალის გარეკანს ამშვენებდა, დღეს 51 წლისაა. პაპარაცებმა ყოფილი მოდელი რამდენიმე თვის წინ ტოკიოში გამოიჭირეს. ევანგელისტა, რომელიც როგორც თავად ამბობდა, დღეში 10 000 დოლარზე ნაკლებ ჰონორარს არ თანხმდებოდა, იმდენადაა შეცვლილი, რომ რთულად თუ იცნობს ადამიანი. ყოფილი სუპერმოდელი შავ ლაბადაში იყო გამოწყობილი და საგრძნობლად გახლდათ წონაში მომატებული.


Comments

comments