Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სიტყვა „პოლიტიკოსის“ ხსენებისას, ხშირად წარმოგვიდგება თვალწინ ხანდაზმული მამაკაცი, კლასიკური იმიჯით. სამწუხაროდ, პოლიტიკაში ქალებს მიჩვეულები არ ვართ.

ამჯერად წარმოგიდგენთ 10 ქალ პოლიტიკოსს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ სილამაზე, ნიჭი და ძლიერი ხასიათი ჰარმონიულად შეიძლება იყოს გაერთიანებული ერთ ადამიანში.

10. მარა კარფანია – 40 წლის მარა კარფანია იტალიელი პოლიტიკოსი, ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანია. ის 2006 წელს იტალიის დეპუტატთა პალატაში აირჩიეს პარტიიდან “წინ, იტალია”, 2008 წლის 8 მაისს კი სილვიო ბერლუსკონის მინისტრთა კაბინეტის წევრი გახდა. დაოჯახებული მარას კარიერა 2004 წელს დაიწყო და სახელი ქალთა უფლებების დაცვით გაითქვა. 2008 წელს სწორედ მისი ინიციატივით გავიდა კანონპროექტი პარლამენტში, რომლის მიხედვითაც პროსტიტუცია დანაშაულად ითვლება. ხალხმა მეტსახელად მას „ლამაზი მარა“ დაარქვა.

9. კარმენ კასი – ესტონელი სუპერმოდელი, მსახიობი და პოლიტიკოსი. ის პარტია Res Publica-ს წევრი და 2000 წელს ევროპარლამენტში წევრობის კანდიდატი გახლდათ. 2004 წელს კარმენი ესტონეთის მოჭადრაკეთა კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს. ძალიან მოსწონდა ბავშვების ჭადრაკით დაკავება და თამაშის პოპულარიზაციისთვის ყველაფერს აკეთებდა. ხელი შეუწყო ტალინში ჩატარებულიყო ჭადრაკის ოლიმპიადა. კარმენი ამ თანამდებობას 2011 წლამდე იკავებდა. ამჟამად კი ისევ რჩება ჭადრაკის კავშირის წევრად.

8. სეტრიდა გიგა – ის წარმოუდგენლად ლამაზი და პოპულარული პოლიტიკოსია ლიბანში. სეტრიდა პოლიტიკაში 1994 წელს მოხვდა. როდესაც ლიბანში პარტიები დაიშალა მისი მეუღლე დააპატიმრეს. ის 11 წელი იბრძოდა მეუღლის გასათავისუფლებლად, რასაც თან ახლდა პოლიტიკური დევნა, დაშინება. გამარჯვებას საბოლოოდ 2005 წელს მიაღწია.

7. დედოფალი რანია – რანია ალ აბდულა იორდანიის მეფის აბდულა მეორეს მეუღლეა. 1995 წელს რანიამ არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა, რომლის ფარგლებშიც დედოფალი დღემდე ეხმარება ქალებს რომ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.

რანია მხარს უჭერს ქალთა უფლებების დაცვას, დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ. დაარსა პირველი ცენტრი, სადაც მსხვერპლის რეაბილიტაცია და საზოგადოებაში რესოციალიზაცია ხდება.

6. კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერი – არგენტინის პრეზიდენტი 2007-2015 წლებში. ყოფილი პრეზიდენტის ნესტორ კირხნერის მეუღლე. მეორე ქალი პრეზიდენტი არგენტინის ისტორიაში (ისაბელ პერონის შემდეგ) და პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტი გახდა არჩევნების შედეგად.

მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ქვეყანაში ოლიგარქიული კლანების გავლენისგან მედია გათავისუფლდა. სამხედრო შეიარაღება გაძლიერდა. რაც მთავარია არგენტინამ მოიხსნა საგარეო ვალის ტვირთი და შთამბეჭდავი სარეზერვო ფონდი დააგროვა, რასაც პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის ექსპორტის შედეგად მიაღწია.

გაიზარდა საპენსიო სისტემა, უმუშევრობა მკეთრად დაეცა. 2019 წელს კრისტინა კვლავ აპირებს კენჭი მესამე ვადით იყაროს პრეზიდენტის თანამდებობაზე.

5. ორლი ლევი – ფოტომოდელი, ტელევარსკვლავი და ისრაელის პოლიტიკოსი. მისი მთავარი მიზანია რთულად აღსაზრდელი მოზარდების პრობლემების მოგვარება და მათი საზოგადოებაში დაბრუნება. ასევე აქვს საინტერესო პროგრამა უფასო სტომატოლოგიური მომსახურების. ცდილობს ქვეყანაში შემცირდეს სოციალურად გაჭირვებული ადამიანების საცხოვრებელი პრობლემა.

4. რაბი დჰოლა – კანადის ლიბერალური პარტიის წევრი 2004-2011 წლამდე. 1984 წელს, ინდოეთის კონფლიქტის დროს რაბიმ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს წერილი მიწერა, სადაც სთხოვდა რომ პენჯაბეში სამხედრო ოპერაციები შეეწყვიტა. იმ დროს, გოგონა მხოლოდ 10 წლის იყო.

3. ევა კაილი – პარლამენტის წევრი და სატელევიზიო ახალი ამბების ყოფილი წამყვანი, 24 წლის ასაკში პირველად აირჩიეს თესალონიკის საკრებულოში წევრად. ის საბერძნეთის პარლამენტის დეპუტატი და ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია. ევა განსაკუთრებულად ზრუნავს ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ბერძნებზე და მათი უფლებების დაცვაზე.

2. კირსტენ ჯილიბრანდი – „დემოკრატი“ ჯილიბრანდი ნიუ-იორკის შტატის უმცროსი სენატორია. კირსტენი მუდმივად იბრძოდა ქალათ უფლებების დაცვისთვის, მან გააუმჯობესა ჯანდაცვა და დაზღვევა 911-ის სამსახურის თანამშრომლებისთვის.

იგი სამართლებრივ რჩევებს აძლევს ქალებს პოლიტიკაში და იცავს სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებს.

1. კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩი – დიპლომატი ქალი, რომელიც 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ხორვატიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

trend.ge

Comments

comments