Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გოგონების უმეტესობა ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე და ყოველთვის არის რაღაც, რასაც ისინი გარეგნობაში სიამოვნებით შეცვლიდნენ. მაგალითად, ზოგიერთ მათგანს ცხვირის კორექცია სურს, ზოგს ტუჩების და ა.შ. ამ და მსგავსი ცვლილებებისთვის სულაც არ არის საჭირო უკიდურესი ზომების მიღება, ვგულისხმობთ პლასტიკურ ქირურგიას. სასურველი გარეგნობის მიღება მაკიაჟის საშუალებით აბსოლუტურად შესაძლებელია.

გთავაზობთ მაკიაჟის გაკეთების 10 მეთოდს, რომელთა საშუალებითაც სასურველი ვიზუალის მიღებას შეძლებთ.

1. როგორ მივცეთ სახეს უფრო გამხდარი ფორმა?- ამისთვის კონტურინგი საუკეთესო ტექნიკაა. პირველ რიგში წაისვით ფუძე (2 ტონით უფრო მუქი, ვიდრე თქვენი კანია) ხოლო შემდეგ წაისვით „ჰაილაითერი“ შუბლის ცენტრალურ ნაწილზე, თვალების ქვეშ, ნიკაპთან და ტუჩების გასწვრივ. ახლა ყველაფერი ერთმანეთში შეურიეთ და სახეზე კარგად გადაანაწილეთ.

2. როგორ მივიღოთ უფრო თხელი და პატარა ცხვირის ეფექტი? – ძალიან მარტივად შეგიძლიათ ამ ეფექტის მიღება. პირველ რიგში დაგჭირდებათ მუქი კონტურული ფხვნილი. მისი საშუალებით გაავლებთ ხაზებს წარბებიდან ცხვირის მიმართულებით. შემდეგ გაამუქეთ ცხვირის წვერი. წაისვით ცხვირზე უფრო ღია ფერის ფერუმარილი (ერთი ტონით უფრო ღია ვიდრე თქვენი კანია), შემდეგ კი შეურიეთ ყველაფერი. ეს ტექნიკა გამოგადგებათ სხვადასხვა ფორმის ცხვირის მისაღებად.

3. როგორ „გავაქროთ“ სიშავე თვალის ქვეშ? – ამისთვის კონსილერი დაგჭირდებათ. წაისვით ის წვრილი ხაზების ფორმით. თუ თითების საშუალებით გადაანაწილებთ უკეთეს შედეგს მიიღებთ.

4. იმისთვის, რომ შუბლი უფრო პატარა გამოჩნდეს – დაგჭირდებათ ფუნჯი, ღრუბელი და ე.წ. ბრონზერი, რომელიც თქვენი სახის კანზე ოდნავ მუქი ფერის უნდა იყოს. წაისვით ფუნჯით „ბრონზერი“ შუბლის უკიდურეს ნაწილში, ხოლო შემდეგ ღრუბელის საშულებით ისე გადაანაწილეთ, რომ ერთ ზოლად არ დარჩეს.

5. როგორ უნდა მისცეთ წარბს სასურველი ფორმა?– იმისთვის, რომ წარბები სრულყოფილად გამოიყურებოდეს, გამოიყენეთ წარბის სპეციალური ფანქარი, ან ცვილი, რომელიც წარბის ფორმის განსაზღვრაში დაგეხმარებათ. მისი საშუალებით მოხაზეთ წარბის სასურველი ფორმა და შემდეგ გაამუქეთ. წარბის ქვეშ წაისვით კონსილერი, ასე წარბის ფორმა უფრო გამოკვეთილი იქნება.

6. იმისთვის, რომ თვალები უფრო დიდი გამოჩნდეს – თავდაპირველად განსაზღვრეთ თვალის ჩრდილი. ის ერთი ტონით მუქი უნდა იყოს თქვენი კანის ბუნებრივ ფერზე. გამოიყენეთ კანისფერი, ან თეთრი ფანქარი და ის ქვედა ქუთუთოზე წაისვით. მისი საშუალებით თვალი უფრო ნათელი გახდება. თეთრი ფანქარი წაისვით თვალის შიდა კუთხეებშიც. ყველაფერი დაასრულეთ წამწამებზე ტუშის წასმით.

7. იმისთვის, რომ ტუშით თვალის გარშემო კანი არ დაგესვაროთ – გამოიყენეთ კოვზი. მოათავსეთ კოვზი წამწამებთან, ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ამ ხერხის წყალობით ტუშს მხოლოდ წამწამებზე წაისვამთ.

8. იმისთვის, რომ ტუჩები იყოს რბილი – ტუჩების გამოშრობას თავიდან აიცილებთ დამატენიანებელი ბალზამის საშუალებით, მაგრამ ასევე გჭირდებათ ტუჩიდან მკვდარი კანის მოშორება. ამისთვის იდეალურია ვაზელინი და ასევე კბილის ჯაგრისით ტუჩების კვირაში ერთხელ დამუშავება.

9. იმისთვის, რომ ტუჩების მოცულობა გაზარდოთ – ტუჩების შუა ნაწილზე წაისვით თეთრი ფანქარი, შემდეგ ტუჩის ფერი ფანქარი წაისვით და დაასრულეთ ტუჩსაცხის წასმით.

10. როგორ უნდა დამალოთ სახეზე ხარვეზები? – მაგ: თუ გსურთ, რომ აკნე შეუმჩნეველი გახდეს, პრობლემურ ნაწილზე წაისვით დამატენიანებელი, აცადეთ გაშრობა და ამის შემდეგ მთელ სახეზე ფერუმარილი წაისვით. ასეთ დროს არ გამოიყენოთ ვარდისფერი „ბლაში“, რადგანაც ის სახეზე მცირე ხარვეზსაც კი თვალშისაცემს ხდის.

trend.ge

Comments

comments