Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, “თიბისი ბანკის” და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ერთობლივი თანამშრომლობით, მხატვრის 30 ნამუშევრის რესტავრაცია განხორციელდა. გამოფენა 30 ნოემბერს გაიხსნა და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტი მიზნად ისახავს პეტრე ოცხელის უნიკალური, საეტაპო ნამუშევრების გადარჩენასა და საზოგადოებისთვის გაცნობას.

აღდგენილი ნამუშევრების უმეტესობა, რომლებიც პეტრე ოცხელის სასცენო კოსტიუმების ესკიზებს წარმოადგენს, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველადაა წარმოდგენილი. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ოცხელის მიერ შექმნილ დეკორაციისა და კოსტიუმის ესკიზებს, სტუდენტობი

პერიოდში შესრულებულ ნატურმორტს, სამუშაო ჩანახატებს ქართული ცეკვებისათვის და მის სხვა, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ნამუშევრებს.

რესტავრირებულ ნამუშევრებთან ერთად, თიბისი გალერეა საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცულ პეტრე ოცხელის სხვა ნამუშევრებსაც მასპინძლობს. მათ შორის აღსანიშნავია ოცხელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შედევრი “ფრთოსანი მღებავი”, რომელიც ხელოვნების სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას ეკუთვნის და მხოლოდ ორჯერ დატოვა მუზეუმის საგამოფენო სივრცე, ერთხელ პარიზში და მეორედ ლონდონში გამართულ გამოფენებზე.

Comments

comments