Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

U.S. News and World Report-ის დიეტოლოგებმა განსაზღვრეს აშშ-ს ტერიტორიაზე აღიარებულ დიეტებს შორის ყველაზე ეფექტური.
დიეტა, სახელწოდებით DASH, აღიარებული ლიდერად, გულისხმობს შაქრისა და მარილის მიღებაზე უარის თქმას, ასევე საკვები რაციონიდან ცხიმიანი პროდუქტების გამორიცხვას – აღნიშნულია სისხლისა და ფილტვ-გულის ნაციონალური ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შაქრისა და მარილის მიღებაზე უარი შეიძლება თქვათ ნაწილობრივ (მოხმარების შემცირება) ან სრულად. მთავარია, არ მიირთვათ ცხიმიანი საკვები. აღნიშნული დიეტის დაცვის შედეგად ქვეითდება არტერიული წნევა და ქოლესტერინის დონე ორგანიზმში. ექსპერტთა აზრით, ამ დიეტისაგან ბევრად უკეთესი ეფექტი მიიღება, ვიდრე შესაბამისი

მედიკამენტებისგან.

DASH დიეტა მოწინავე პოზიციას მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის დიეტას უთმობს. ეს უკანასკნელი აუმჯობესებს ტვინის და გულის მუშაობას, ხელს უწყობს სხეულის მასის დაკლებას, ამცირებს შაქრიანი დიაბეტისა და ონკოპათოლოგიის განვითარების რისკს.

თინათინ გოცაძე

mkurnali.ge

Comments

comments